ცხოვრება ყოველდღიური საფრთხის ფონზე, ასეთია რეალობა, რომლის გადატანაც უწევს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მრავალშვილიან ოჯახს.
„ენერგო პრო ჯორგიას“ ტრანსფორმატორი არის ჩემს საკარმიდამო ბაღში, სადენები კი ძალიან დაბლაა. 11 ბავშვი მყავს, აქედან 8 არასრულწლოვანია. ენერგოკომპანიას დაახლოებით ერთი თვის წინ მივმართე დასახმარებლად, მაგრამ არავინ გამოჩენილა“, -ამბობს ბაგრატ ივანაძე.
ოჯახი ეკომიგრანტია და საცხოვრებელი სახლი კვირიკეში ორი წლის წინ შეიძინეს.
„ეს ტრანსფორმატორი საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ამ ოჯახს, არამედ სამეზობლოსაც, რადგან შესაძლოა ვინმე შემთხვევით შეეხოს მას. ელექტროგადამცემი ხაზები ძალიან დაბლაა. ტრანსფორმატორი მოქმედია და იგი საფრთხეს უქმნის ადამიანებს“-განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.