მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება თორნიკე რიჟვაძე ფრანგ სენატორს პიერ-ივ კოლომბას შეხვდა

თორნიკე რიჟვაძე ფრანგ სენატორს პიერ-ივ კოლომბას შეხვდა

284
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სენატორს მხარდაჭერისათვის, რომელსაც საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ იჩენს. თორნიკე რიჟვაძემ პიერ-ივ კოლომბას აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საფრანგეთის გამოცდილება ტურიზმისა და მუნიციპალური განვითარების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფი ფრანგი სენატორი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ რეგიონის ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებს.