მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმი ,,საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას“ მასპინძლობს

ბათუმი ,,საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას“ მასპინძლობს

240
0

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ,,საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცი“-ის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. მე-12 საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ. „ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მყოფი ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავსი მაღალი რანგის კონფერენციების სისტემატიურად გამართვა, სადაც არაერთგზის ფიქსირდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ღია მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების მტკიცე და ურყევი არჩევანი. ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრულფასოვანი წევრობისკენ მისწრაფება კი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით“- აღნიშნა რეგიონის მთავრობის მეთაურმა. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან ფორუმს სამხრეთ კავკასიაში, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება. ღონისძიებაში 300-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. რიგით მე-12 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ (GDSC) 2 ნოემბერს დასრულდება.