მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება „ევროკრედიტი“ ბათუმში „ავტოჰაბს“ და ახალ ფილიალს ხსნის

„ევროკრედიტი“ ბათუმში „ავტოჰაბს“ და ახალ ფილიალს ხსნის

925
0

ახალი საბანკო რეგულაციების საფუძველზე ქვეყნის საფინანსო ორგანიზაციებში სესხის მიღების პროცედურა გართულდა. დღეს კრედიტის აღების მსურველს კანონით დაშვებული მრავალი ბარიერის გადალახვა უხდება, რაც ერთგვარი დისკომფორტის საფუძველი გახლავთ, თუმცა შეუძლებელი რომ არაფერია, ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ევროკრედიტმა“ უკვე დაამტკიცა, თუ როგორ, ამას წინამდებარე წერილიდან გავიგებთ:

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ევროკრედიტი“, ბათუმში, ჭავჭავაძის 97-ში, უკვე მეშვიდე წელია წარმატებით ემსახურება ადგილობრივ და არა მარტო ადგილობრივ მოსახლეობას, ქართულ საფინანსო ბაზარზე კომპანია 2009 წლიდან შემოვიდა და დაფუძნების დღიდან იკავებს ლიდერის პოზიციას. მრავალწლიანი გამოცდილება და ექსპერტიზა განსაკუთრებულ წარმატებას სძენს კომპანიას ავტოდაკრედიტების სფეროში. „ევროკრედიტის“ წარმატების საიდუმლო კი იმაში მდგომარეობს, რომ ევროპული კაპიტალითაა დაფუძნებული და მის მფლობელებს, სფეროს საერთაშორისოდ აღიარებულ ექსპერტებს, სხვადასხვა სექტორში საერთაშორისო ბიზნესის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.

გიორგი დონდოლაძე, ბათუმის ფილიალის მენეჯერი: – „ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მომხმარებელზე, მათ მუდმივად ვთავაზობთ როგორც კომფორტული მომსახურების პირობებს, ასევე სასიამოვნო გარემოს. ეს მიდგომა უკვე წლებმა გამოსცადა, რაც დავამტკიცეთ კიდეც როგორც მომსახურებით, ასევე პროდუქტის მახასიათებლებითაც“.

„ევროკრედიტმა“ ბაზარზე მყარი პოზიციები მუდმივი განვითარებისა და პროდუქტზე პერმანენტული მუშაობის წყალობით დაიმკვიდრა, სწორი მენეჯმენტი კი სისტემატურად ცვალებად საფინანსო ბაზარზე სტაბილურობის გარანტიად იქცა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს მომხმარებელს ყოველთვის ყველაზე საუკეთესო პირობები შესთავაზოს. ამჯერადაც, ევროკრედიტი პირველი კომპანიაა, რომელიც ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციით მუშაობაზე გადაერთო და საკუთარ  მომხმარებელს საბანკო სერვისთან მიახლოებულ პროდუქტებს სთავაზობს. რა თქმა უნდა, ეს პროდუქტები ყველაზე საუკეთესოა ბაზარზე.

გიორგი დონდოლაძე, ბათუმის ფილიალის მენეჯერი: – „ჩვენი კომპანიის მიზანია ფული ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს, მათ შორის მათთვისაც, ვინც მსგავსი სერვისებით სხვა კომპანიებში ვერ სარგებლობს. „ევროკრედიტის“ შიდა საკრედიტო პოლიტიკა საშუალებას აძლევს მომხმარებელს ყველაზე მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში სასურველი თანხა ყველაზე სწრაფად მიიღოს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ „ევროკრედიტი“ გასცემს სესხებს თითქმის ყველა მოქალაქეზე, რომელსაც სხვაგან დაფინანსების მიღების შანსი არ აქვს“.

„ევროკრედიტი“ ქართულ ავტოდაკრედიტების ბაზარზეც ლიდერია, ევროპული კაპიტალით დაფუძნებულ, ინოვაციურ, მოწინავე კომპანიას გააჩნია საავტომობილო და ფინანსურ სფეროში მრავალწლიანი საერთაშორისო ექსპერტიზა, რის ხარჯზეც ქმნის და მომხმარებლებს ინოვაციურ, მუდმივად კონკურენტულ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. კომპანია ამ ეტაპზე 4 ფილიალით თბილისში, ასევე რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ოპერირებს.

გიორგი დონდოლაძე, ბათუმის ფილიალის მენეჯერი: – „ევროკრედიტი იყო პირველი კომპანია, რომელიც მოერგო ახალ რეგულაციებს და შესთავაზა მომხმარებელს საბანკო პროდუქტთან მიახლოებული მომსახურება, განახევრებული საპროცენტო განაკვეთის მქონე ავტოსესხი. შემდეგ ვცადეთ კიდევ უფრო გაგვეუმჯობესებინა პირობები, და ამჟამად მომხმარებელს ვთავაზობთ სრულიად მასზე მორგებული ინდივიდუალური პარამეტრებისგან შედგენილ ავტოსესხს თვიური 0.8%-დან მაქსიმუმ ეფექტურ 49%-მდე. 12-დან მაქსიმუმ 60 თვემდე ვადით, სესხის თანხა კი 1550 ლარიდან 50,000 ლარამდე შედგება“.

  კომპანიას სასიამოვნო სიახლეც აქვს, „ევროკრედიტი“ მომხმარებელს მალე დამატებით ახალი ოფისიდანაც მოემსახურება, კერძოდ, ბათუმში, გოგოლის #1-ში ახალი ავტოსადგურის ტერიტორიაზე კომპანია „ავტოჰაბთან“ ერთობლივად მომხმარებელს შეთავაზებენ სესხს და ლიზინგს მეორადი ავტომობილების შესაძენად ერთ სივრცეში. მომხმარებელი შეძლებს ადგილზე შეარჩიოს ავტომობილიც და იქვე  „ევროკრედიტის“ სასესხო პროდუქტებითაც ისარგებლოს.