მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება საავტომობილო მაგისტრალების მშენებლობის ახალი ეტაპი იწყება

საავტომობილო მაგისტრალების მშენებლობის ახალი ეტაპი იწყება

565
0

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ სიტყვით გამოსვლისას განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

,,მთლიანობაში, ჩვენ უკვე გავაკეთეთ 190 კმ გზის მონაკვეთი საერთაშორისო მაგისტრალებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ ნაწილი. მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორზე ჯერ კიდევ გვაქვს შესასრულებელი 227 კმ-ის ახალი საერთაშორისო მაგისტრალის სამუშაოები და ინვესტიციების მოცულობა დღევანდელი გათვლებით შეადგენს 5,1 მილიარდ ლარს.

უკვე დაწყებულია სამობილიზაციო სამუშაოები და გაფორმებულია ხელშეკრულებები გრიგოლეთი-ჩოლოქზე, რიკოთზე, ხევი-უბისას და შორაპანის მონაკვეთზე და ასევე ქუთაისის შემოვლით გზაზე.