სასტუმრო ,,შერატონი’’,საკონფერენციოდარბაზ“Camellia“
30 მაისი,2019 წელი
დასაწყისი 11 : 30 საათი
დასაქმების ფორუმი
აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 8 სფეროში მოქმედი – 68 კომპანია, 268 ვაკანსია და 1858 სამუშაო ადგილი.
დასაქმების ფორუმის მიზანი არის რეგიონში არსებული ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა. სამუშაოს მაძიებლებს, დამსაქმებლებსა და პროფესიულ სასწავლებლებს პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება მიეცემათ.
ფორუმზე წარმოგენილი იქნება რეგიონში ოპერირება დი წამყვანი კომპანიები შემდეგი სფეროებიდან: დამამუშავებელი მრეწველობა; ვაჭრობა და დისტრიბუცია; მშენებლობა; სასტუმროები, რესტორნები და სამორინეები; ფინანსები და დაზღვევა; ტრანსპორტი, ლოჯისტიკა და კავშირგაბმულობა; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება; განათლება. კომპანიების წარმომადგენლები, სამუშაოს მაძიებლებს მიაწოდებენ ინფორმაციას მათი საქმიანობის, სამუშაო გარემოს, არსებული ვაკანსიებისა და მოთხოვნების შესახებ.
ფორუმის მსვლელობისას დასაქმების სააგენტოს შრომითი კონსულტანტები სამუშაოს მაძიებლებს დაეხმარებიან სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხებში და კონსულტირებას გაუწევენ რეზიუმეს მომზადებაში, გააცნობენ სააგენტოს დასაქმების მხარდაჭერით პროგრამებს.
დეტალური ინფორმაცია ფორუმის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე:www.forum.hrajara.gov.ge