მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ტოლერანტობის ბილიკის საინფორმაციო ტური ზემო აჭარაში

ტოლერანტობის ბილიკის საინფორმაციო ტური ზემო აჭარაში

512
0

ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორი“ ,,საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,ტოლერანტობის ბილიკი“, რომლის მიზანია აჭარის რეგიონში რელიგიური მრავალფეროვნების ფართოდ წარმოჩენა და მულტიკულტურული კომუნიკაციების გააქტიურება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ზემო აჭარის მუნიციპალიტეტებში მოეწყო საინფორმაციო-შემეცნებითი ტური. რეგიონში მოქმედი ტურისტული სააგენტოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებმა მოინახულეს ძველი ხის მეჩეთები, გაეცნენ მათ ისტორიულ-კულტურულ ღირებულებებს და შეაფასეს ზემო აჭარაში რელიგიურ-შემეცნებითი ტურიზმის განვითარების პერსპექტივები. ,,მწვანე სექტორის“ინიციატივით მომზადდა სპეციალური ტურისტული მარშრუტი, რომელიც საშუალებას მისცემს ვიზიტორებს გაეცნონ აჭარის რელიგიურ მრავალფეროვნებას, მოინახულონ როგორც ქრისტიანული, ასევე მუსლიმური სალოცავები და საკულტო ადგილები, გაესაუბრონ სხვადასხვა კონფესიათა წარმომადგენლებს და იხილონ რელიგიათა თანაარსებობის პრაქტიკული მაგალითები, ამდენად, მოცემული სერვისი აჭარის კულტურული კოლორიტის და რელიგიური ტოლერანტობის გაცნობის საინტერესო და მიმზიდველ პროდუქტს ქმნის და აჭარის ტურისტულ სექტორში ახალი პროფილის და პერსპექტიული მიმართულების – რელიგიური ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.