მე პარტია დავტოვე ,პარტიას სჭირდება განახლება ,ამის შესახებ გიგი უგულავა განცხადებას სოციალურ ქსელში წერს . პარტიას განახლება სჭირდება, განახლება რომელიც მემკვიდრეობითობას, კურსის გაგრძელებას, მის გაუმჯობესებას და არა წარსულთან დაპირისპირებას ან უარყოფას, გულისხმობს. ვწუხვარ, მაგრამ გზა რომელიც ახლა პარტიამ აირჩია, უფრო წარსულში სვლას ჰგავს, ვიდრე მომავლისკენ.
მე თავად ვაპირებ ვიყო უპარტიოდ. ვიქნები ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ პარტიებთან თუ სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად ბრძოლაში. შესაბამისად,“ევროპულ საქართველოსთანაც“ ცივილიზებული, საქმიანი ურთიერთობის იმედს ვიტოვებ.
როგორც გიგი უგულავა აცხადებს ამ თემაზე საუბარს აღარ აპირებს და მედიას უმორჩილესად სთხოვს, თავი შეიკავოს და ინტერესის შემთხვევაში ისარგებლოს ამ განცხადებით .
ლიკა შარაძე