ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პირისპირ შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.
ის დღესვე პირისპირ შეხვდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსაც.
ამასთანავე შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში მივა და სწორედ საქართველოს პარლამენტში გამართავს შეხვედრას პარტიებთან.
შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში ხვალ დილით დასრულდება.
სოფიო პაქსაძე