ხულოს მუნიციპალიტეტში, ხულო-ზარზმის გზის მშენებლები გაიფიცნენ და საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც შეკრებილები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა ხელფასების გაზრდა და სამსახურში ადამიანური პირობების შექმნა. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანია „სინოჰიდროს” ადმინისტრაციას მოთხოვნების შესახებ აცნობეს, თუმცა კომპანიაში დიალოგი უშედეგოდ დასრულდა.
„რამდენიმე თვეა 100-მდე ადგილობრივი აქ დავსაქმდით, დღიურად 30 ლარი არის ჩვენი ანაზღაურება, თუმცა საკვების ხარჯებიც ემატება. ფაქტობრივად, ხელფასი არ გვაქვს. ვითხოვდით ხელშეკრულებებში ცვლილებებს, თუმცა უარი განაცხადეს, სამსახურიდან წასვლა შემოგვთავაზეს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ლიკა შარაძე