მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება რატომ გაიფიცა „ჯორჯია გაზ პროჯექტის“ ორასამდე თანამშრომელი?!

რატომ გაიფიცა „ჯორჯია გაზ პროჯექტის“ ორასამდე თანამშრომელი?!

242
0

დაბალი და დაგვიანებული ხელფასები ბათუმში კომპანია „ჯორჯია გაზ პროჯექტის“ 200-მდე თანამშრომლის გაფიცვის მიზეზი გახდა. გაფიცულებმა კომპანიის ხელმძღვანელობისაგან მენეჯმენტის შეცვლა და სახელფასო მეთოდოლოგიის გადახედვა მოითხოვეს, მათი განმარტებით, დამკვეთი „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა“ ბუნებრივი აირის სამონტაჟო კომპანიას საწვავისთვის 10 ლარს ურიცხავს, თუმცა თანამშრომლები ამ თანხის ნახევარს იღებენ. გაფიცული თანამშრომლების პრეტენიზებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს კომპანიის ხელმძღვანელობა, სადაც დამატებით რესურსებზე მიანიშნებენ და ამბობენ, რომ თუ გაფიცვა არ შეწყდება ეს ობიექტებზე სამონტაჟო სამუშაოებს მაინც ვერ შეაფერხებს.