რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან შეხვედრისას, უკრაინის საკითხი განიხილეს.
როგორც მან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯო ბაიდენი თანხმდება, რომ აღმოსავლეთ უკრაინის საკითხი ძირითადად მინსკის მოლაპარაკებებით უნდა დარეგულირდეს.
„რაც ეხება უკრაინას, ამას შეეხო საუბარი. ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან დეტალურად. მაგრამ როგორც მივხვდი პრეზიდენტი ბაიდენი ეთანხმება, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ძირითადი დარეგულირება უნდა მოხდეს მინსკის შეთანხმებით“, – განაცხადა პუტინმა.
რაც შეეხება უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხს, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აქ არაფერია განსახილველი.
„რაც შეეხება საკითხს უკრაინის ნატოში შესაძლო შესვლაზე, ამ თემას შევეხეთ გაკვრით და აქ არაფერია განსახილველი“, – განაცხადა პუტინმა.
ლიკა შარაძე