მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი ხულოში გვირაბის მშენებლობაზე ორი ადამიანი დაიღუპა

ხულოში გვირაბის მშენებლობაზე ორი ადამიანი დაიღუპა

282
0

ტრაგედია დატრიალდა დღეს ხულოში, სადაც მშენებარე გვირაბთან, ხიდის მშენებლობაზე სამაგრების მოხსნის პროცესში ამწის ხიდი გადატყდა, რასაც 2 მშენებელი შეეწირა. ერთ ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში ხულოს საავადმყოფოში, შემდეგ ბათუმში გადმოიყვანეს. ადგილობრივების განცხადებით, მშენებლები უსაფრთხოების ღვედების გარეშე მუშაობდნენ გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნენ. ტრაგედიის მიუხედავად კომპანიას სამუშაო არ შეუჩერებია.