მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარე ბათუმი – ქობულეთის შემოვლითი გზის ტერიტორია, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის პრესსამსახურისა და დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაასუფთავეს. აქციის მონაწილეები მოსახლეობას გარემოს დაცვისკენ მოუწოდებენ. დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლიდან აღინიშნება და ის მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი ღონისძიებაა. ყოველი წლის 22 აპრილს, სხვადასხვა ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყანა დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს. დედამიწის დღის დამფუძნებლად ამერიკელი სენატორი გაილორდ ნილსენი ითვლება.