მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფელი შენდება /ვიდეო/

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფელი შენდება /ვიდეო/

302
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაჭახელას ხეობაში, „ეთნოსოფლის“ მასშტაბური პროექტის განხორციელების მიმდინარეობას გაეცნო. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს „ეთნოსოფლის“ მასშტაბური პროექტის განხორციელება. ამ ეტაპზე სრულდება თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. მიმდინარეობს შენობის ინტერიერის და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში წელსვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტები მომზადდება. რაც მაჭახლის ხეობაში არსებული ხიდის რეაბილიტაციას, ქვედა ჩხუტუნეთში ალივაკეს ციხის რესტავრაციას, ასევე ე.წ „მაჭახელას თოფის გზის“ ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. “ეთნოსოფელი” გათვლილია ტურიზმის განვითარებაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე, გარემოს დაცვასა და გაჯანსაღებაზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც გულისხმობს.