მთავარი სხვადასხვა ახლადშექმნილი პარტიის ახალი ინიციატივა

ახლადშექმნილი პარტიის ახალი ინიციატივა

259
0

ახლადდაფუძნებული პოლიტიკური პარტია „ქართული ალიანსი“ აჭარის კანონმდებლობაში საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას გეგმავს. პარტიის დამფუძნებლის გელა ბოლქვაძის განცხადებით, მათი მოთხოვნა რეგიონის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად, არჩევნებში მოსახლეობის 5%-ის ნაცვლად ბარიერის 3%-მდე დაწევა იქნება. გელა ბოლქვაძის განცხადებით, მათ უკვე შეაგროვეს 18 ათასამდე ხელმოწერა და ერთ კვირაში კანონპროექტს განსახილველად აჭარის უმაღლეს საბჭოში წარადგენენ. შეგახსენებთ, რომ ეს პარტია ერთი თვის წინ ბათუმში შეიქმნა და კანონპროექტი პარტიის პირველი ინიციატივაა, რომელსაც საშემოდგომო არჩევნებისთვის ამზადებენ.