ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის დირექტორის მოადგილე ირაკლი მოდებაძე თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. მოდებაძე ამ ფაქტს პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. -„ორ წელზე მეტია აღნიშნულ სამსახურში ვმუშაობ. ცოტა ხნის წინ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სამსახურში რეორგანიზაცია მოხდა, რის შედეგადაც 75 საშტატო ერთეულის ნაცვლად შტატები 81-მდე გაიზარდა, თუმცა მხოლოდ ჩემი ანუ დირექტორის მოადგილის შტატი გაუქმდა“- აცხადებს ირაკლი მოდებაძე. მისი აზრით, სამსახურიდან მისი განთავისუფლება 21 მარტს თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციაზე წასვლამ გამოიწვია.