მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარაში ბელორუსიის პრეზიდენტს ელიან

აჭარაში ბელორუსიის პრეზიდენტს ელიან

205
0

ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აჭარას ეწვევა. თავდაპირველად ალექსანდრე ლუკაშენკო მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს შეხვდება. ასევე დაგეგმილია რეგიონში მოქმედი საწარმოების დათვალიერება, კონკრეტულად კი ბელარუსის ვიცე – პრემიერი ქობულეთში ადგილობრივ საწარმოებს მოინახულებს. ასევე ბათუმისა და ბრესტის დაძმობილების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. დღის მეორე ნახევარში საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტები გიორგი მარგველაშვილი და ალექსანდრე ლუკაშენკო მედიისთვის კომენტარებს გააკეთებენ.