მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება თენგიზ ცერცვაძე – საქართველოში ბოლო დღეები უკიდურესად საგანგაშოა ეპიდვითარება

თენგიზ ცერცვაძე – საქართველოში ბოლო დღეები უკიდურესად საგანგაშოა ეპიდვითარება

318
0

მეოთხე ტალღა ბოლომდე ვერ დავძლიეთ, შემთხვევების რაოდენობა 1500-2000-მდე ჩამოვიდა, სიკვდილიანობის შემთხვევები მცირედით შემცირდა და 20-მდე ჩამოვიდა. იმის მაგივრად, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნებულიყო, პირიქით დაიწყო მატება.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა  თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის, თქმით,  ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ძალიან სერიოზულია.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ეპიდვითარება ძალიან სერიოზულია, ვიტყოდი, რომ საგანგაშო. საქმე ისაა, რომ მეოთხე ტალღა ბოლომდე ვერ დავძლიეთ, შემთხვევების რაოდენობა 1500-2000-მდე ჩამოვიდა, სიკვდილიანობის შემთხვევები შემცირდა და 20-მდე ჩამოვიდა. იმის მაგივრად, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნებულიყო, დაიწყო მატება. ანუ დაიწყო “მეხუთე ტალღა”. ეს არის ძალიან საგანგაშოა იმიტომ, რომ წინ გველოდება შემოდგომა-ზამთარი, შესაძლოა სეზონური გრიპის ეპიდემია და ე.წ. ტვინდემიაც. შეიძლება ძალიან სერიოზულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ ყველანი “,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.