ბათუმში ერთ–ერთი საჯარო სკოლის არასრუწლოვნებს შორის დაპირისპირება მოხდა. არასრულწლოვნებმა თანატოლზე იძალადეს.
ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, დაპირისპირებაში ორი მოსწავლემონაწილეობს, ერთ–ერთი მეორე სიტყვიერ შეურახყოფას აყენებს, აიძულებს თქვას, რასაცავალებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ცემით ემუქრება.
“მითხარი, რა ხარ… მითხარი მეთქი, რა ხარ, კიდე გაიმეორე, თორე დაგარტყამ კიდევერთხელ“, – ისმის ვიდეოში.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც კი ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორისარასრულწლოვნების. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით – მშობლებთან დასოცმუშაკთან ერთად ჩატარდა.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით“, – აცხადებენუწყებაში.