მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ხილის უნებართვოდ მოკრეფის გამო, მეპატრონეებმა 12 წლის ბავშვზე ფიზიკურად იძალადეს

ხილის უნებართვოდ მოკრეფის გამო, მეპატრონეებმა 12 წლის ბავშვზე ფიზიკურად იძალადეს

645
0

ხილის უნებართვოდ მოკრეფის გამო მეპატრონეებმა 12 წლის ბავშვს სცემეს, გააშიშვლეს დაქუჩაში გაუშვესინფორმაციას ამის შესახებ  არასამთავრობო ორგანიზაციაპარტნიორობაადამიანის უფლებებისთვის” (PHR) აცხადებს.

სასამართლომ პროკურატურას დარღვევა დაუდგინა – “პარტნიორობა ადამიანისუფლებებისთვის” 12 წლის ბავშვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციისგანცხადებიდან ირკვევა, ხილის მოპარვის გამო, მეზობელმა ბავშვი სასტიკად სცემა.

“2021 წლის მაისში ბავშვმა ხილი უნებართვოდ მოკრიფა. რის შემდეგაც ხილის ერთერთმამეპატრონემ ბავშვს პლასტმასის მილით ფიზიკური დაზიანება მიაყენა ფეხზე, ხოლო მეორემბავშვი ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა ხიდან, რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, დაარტყაფეხი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით წელს ზემოთ გააშიშვლა, აიძულაშარვლის გახდა და ამ მდგომარეობაში ბავშვი ქუჩაში გაუშვა. მოზარდს სხეულზე ფიზიკურიდაზიანების კვალი აღენიშნებოდა.

ბავშვის მშობელმა იმავე დღეს მიმართა პოლიციას და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ბავშვს გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეშისაქმეში ბავშვის ინტერესების დასაცავად PHR- ჩაერთო, ორგანიზაციამ მოითხოვა ბავშვისდაზარალებულად ცნობა დამამცირებელი მოპყრობის მუხლით.

პროკურატურამ არ გაიზიარა ბავშვის ადვოკატის პოზიცია და ბავშვი დაზარალებულად ცნომხოლოდ ერთი პირის მხრიდან ფიზიკური ძალადობის (სსკ მუხლი 126) ნაწილში, ხოლო მეორეპირის მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტისამართლებრივი შეფასების მიღმა დატოვა.

PHR-ის წარმომადგენელმა სწორი კვალიფიკაციით ბავშვის დაზარალებულად ცნობისმოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა პროკურორს. პროკურორის უარი გასაჩივრდა ზემდგომპროკურორთანაც, თუმცა უშედეგოდ. პროკურატურამ უარი განაცხადა ბავშვის მიმართგანხორციელებული ქმედებების დამამცირებელ მოპყრობად შეფასებაზე. ხოლო მილისდარტყმით მიყენებული დაზიანების ნაწილში საერთოდ არ იმსჯელა ბავშვის დაზარალებულადცნობაზე.

PHR-მა ერთი პირის მხრიდან ბავშვის მიმართ დამამცირებელი მოპყრობისა და მეორე პირისმხრიდან ბავშვის მიმართ ძალადობის მუხლით დაზარალებულად ცნობის შესახებპროკურატურის უარი სასამართლოში გაასაჩივრა.

2021 წლის 15 ოქტომბერს გორის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ლევან დარბაიძე) პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლისსამართლის საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ არ ითვალისწინებს სწორიკვალიფიკაციით დაზარალებულად ცნობაზე უარის სასამართლოში გასაჩივრებას, სასამართლოს განმარტების თანახმად, პირის დაზარალებულად ცნობა მოიაზრებს სწორიკვალიფიკაციით დაზარალებულად ცნობას.

შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისპრიორიტეტულობის პრინციპისა და საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე, ასევე, ნორმის მიზნიდან გამომდინარე, რომ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურატურისგადაწყვეტილება სასამართლო კონტროლს ექვემდებარება, სასამართლომ განიხილაწარდგენილი საჩივარი და გაიზიარა ადვოკატის არგუმენტაცია, რომ სავარაუდო დამნაშავისმხრიდან ბავშვის მიმართ განხორციელებული ქმედებები, მათი ხასიათის, ინტენსივობის, ბავშვის ასაკისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მთლიანობაში ცდებოდა ფიზიკურიძალადობის შემადგენლობას და წარმოადგენდა დამამცირებელ მოპყრობას. ხოლო მეორეპირის მხრიდან მილის დარტყმის ფაქტი შეაფასა ბავშვის მიმართ ფიზიკურ ძალადობად.

სასამართლომ, აგრეთვე იმსჯელა გამოძიების ხარისხსა და პროკურატურის მხრიდანგამოძიების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფაზე. მოსამართლემმიუთითა, რომ მოწმე ბავშვის ადვოკატის გარეშე გამოკითხვა, არღვევს ბავშვის უფლებას დაბავშვის დაზარალებულად ცნობის პროცესში პროკურატურას უპირატესობა უნდა მიენიჭებინაბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.

გამომდინარე აქედან, სასამართლომ გააუქმა პროკურატურის უარი სწორი კვალიფიკაციითბავშვის დაზარალებულად ცნობის შესახებ და გორის რაიონულ პროკურატურას დაავალაბავშვის დაზარალებულად ცნობა დამამცირებელი მოპყრობისა და ფიზიკური ძალადობისფაქტზე. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა დღემდე არ ასრულებს. PHR განაგრძობს ბავშვისინტერესების დაცვას”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.