ქობულეთში სამუშაო ადგილზე დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამწვანების აქცია გაიმართა. პროფკავშირების ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით აქციის მონაწილეებმა შავი ზღვის ფიჭვის ნერგები დარგეს. სააქტო დარბაზში ბათუმის პროფესიული კავშირების და აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების ორგანიზებით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრაც გაიმართა. შეხვედრაზე საჯარო მოხელეთა პროფკავშირების კომიტეტის ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს.