ბოდიში და არჩევნები წალენჯიხაშიც გაყალბდა?
ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ,,Facebook-“ზე პოსტი გამოაქვეყნა.
“ბოდიში და არჩევნები წალენჯიხაშიც გაყალბდა? თუ მანდ რა მოხდა, ნიჩურტი ჰქონდათ?”, – წერს ალეკო ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თვითმარველობის არჩევნების მეორე ტურში წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, გია ხარჩილავამ გაიმარჯვა.