ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით კონფერენცია ,,ელექტრონული მმართველობა – მიღწევები და პერსპექტივები” – თემაზე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. მოხსენებები ელექტრონული მმართველობის განვითარების პროცესში არსებული პრობლემების შესწავლას, ანალიზსა და გადაჭრის გზებს ეხება. თემატიკა როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული გამოცდილების წარმოჩენაზეა გათვლილი. სამეცნიერო სესიაში ქართველი, მოლდაველი და აზერბაიჯანელი პროფესორები მონაწილეობენ.