სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს covid-19 არ დაუდასტურდა.
“მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს covid-19 არ დაუდასტურდა
საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის ჩატარებული PCR ტესტის შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.
ინფორმაციისთვის, მ. სააკაშვილს, პრევენციის მიზნით ,PCR ტესტირება დღეს, 15 ნოემბერს ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია.”- ნათქვამია განცხადებაში.
ტესტის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გლდანის ციხის N18 სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელს დავით დარასელიას covid-19 დაუდასტურდა.