მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ვინ და რატომ დაესხა თავს ბათუმში ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძეს?

ვინ და რატომ დაესხა თავს ბათუმში ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძეს?

385
0

ბათუმში, აეროპორტის დასახლებაში, ერთერთ მშენებარე ობიექტზე

ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძეს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურისმაღალჩინოსანი იარაღით თავს დაესხა.

ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძის განცხადებით, ბესარიონ ცეცხლაძესთან დაპირისპირება  2 წლის წინ დაიწყო, როცა ამ უკანასკნელმა მას კუთვნილი ფართის საბაზრო ღირებულებისნახევარ ფასად გადმოცემა მოსთხოვა, პასუხად კი მან უარი მიიღო.

ამის შემდგომ კი დაიწყო ფარტენაძის კუთვნილი სავაჭრო ობიექტების დაჯარიმება, თუმცა, ფარტენაძემ სასამართლოს მიმართა, რომელმაც აღნიშნული ჯარიმები ანულირებულად ცნო

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციამ ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

,,აეროპორტის გზატკეცილიზე,  259ში პროქტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობაზე, მონიტორინგის მიზნით გასულ მუნიციპალური ინსპექციის ჯგუფს მოქალაქეთა ნაწილმა, საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით წინააღმდეგობა გაუწია;  რასთან დაკავშირებითაც, ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

აღნიშნული ობიექტი მუნიციპალური ინსპექციის მიერ, დარღვევით მიმდინარე მშენებლობისგაგრძელების ფაქტზე ეტაპობრივად 10-ჯერ იქნა დაჯარიმებული. დღეს მორიგი აქტის შედგენისპროცედურას კი  აღნიშნული ინციდენტი მოჰყვა“-ნათქვამია განცხადებაში

ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე ამ დროისთვის საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე იმყოფება.