ბათუმი ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას მეორე წელია რაც შეუერთდა. მემორანდუმის თანახმად, ბათუმის მერიამ აიღო ვალდებულება, ქალაქის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმოს ბავშვებსა და მათ ირგვლივ არსებულ საკითხებს.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, ბათუმის მერია ბავშვების კეთილდღეობის გაძლიერების მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს, თუმცა არსებობს გამოწვევები, რომლებიც საჭიროებს რეაგირებას.
„ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა“ იძლევა საშუალებას, მოხდეს სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და ბათუმი გახდეს ბავშვებზე კიდევ უფრო მეტად მორგებულიქალაქი. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ყველაზე პატარა დაახალგაზრდა მოქალაქეებს, ამისათვის მერიაში შექმნილია „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისUNICEF-ის ბავშვზე მორგებული ქალაქის ინიციატივაზე მიერთების“ სამუშაო ჯგუფი“-აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.
ბათუმის მერმა მადლობა გადაუხადა ბატონ ღასანს იმ დამსახურებისთვის, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიუძღვის.
ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში 40-ზე მეტი ქვეყნის 3 000 ქალაქია ჩართული.