მთავარი სხვადასხვა აჭარის უმაღლესი საბჭოს ხარჯი 120 ათასი ლარით გაიზრდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს ხარჯი 120 ათასი ლარით გაიზრდება

279
0

აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ხუთდღიანი ტაიმ-აუტი გამოცხადდა. უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები კი კონსენსუსის მიუღწევლად დასრულდა. ხუთსაათიანი მსჯელობის მიუხედავად დეპუტატები ვერ შეთანხმდნენ ვიცე-სპიკერისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატებსა და კომისიების წევრთა კვოტირებაზე, უმრავლესობა აცხადებს, რომ დათმობებზე წასვლა ორთავე მხარეს მოუწევს. დღევანდელ სხდომაზე ორი ახალი ფრაქციის შექმნაზეც ისაუბრეს. მათ შორის ერთი, „ქართული ოცნების“, მეორე კი „თავისუფალი დემოკრატების“ რიგებში. დეპუტატი დავით ბაციკაძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ორად გაყოფას ვარაუდობს და აცხადებს, რომ ახალ ფრაქციას მხოლოდ ტექნიკური ხასიათი ექნება. ახალი ფრაქციის შექმნა საკანონმდებლო ორგანოს დაახლოებით 120 ათასი ლარი დაუჯდება, რასაც ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამომდინარე დეპუტატი მედეა ვასაძე გაუმართლებლად მიიჩნევს.