მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა – შეხვედრა გამართა სამედიცინო ქსელ „მედიკალ პარკის“ წარმომადგენლებთან

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა – შეხვედრა გამართა სამედიცინო ქსელ „მედიკალ პარკის“ წარმომადგენლებთან

327
0

აჭარის .. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ შეხვედრა გამართა სამედიცინო ქსელმედიკალ პარკისწარმომადგენლებთან.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სფეროს, სამინისტროს პროგრამების, მათ შორის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების წესის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე, „მედიკალ პარკისწარმომადგენელი საქართველოში დურსუნ ოზქანლი, პროფესორი სერდარ თურქილმაზი, „მედიკალ კარადენიზისგენერალური დირექტორი ტუგბა ალთინი და სხვა ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მედიკალ პარკიაჭარაში თანამშრომლობსხოზრევანიძის კლინიკასთან“, რომლის ფარგლებში რეგიონს პერიოდულად ეწვევიან აჭარაში დეფიციტური პროფესიის მქონე თურქისპეციალისტები.  სამედიცინო ქსელი თანამშრომლობას სხვა კლინიკებთანაც გეგმავს. ამმიზნითმედიკალ პარკისწარმომადგენლები მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავენ.

მედიკალ პარკითურქეთის სამედიცინო ბაზარზე წარმოდგენილია 30 წელია. ქვეყნის 15 ქალაქში ქსელი ფლობს 30 სამედიცინო დაწესებულებას.