მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში – დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში – დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

324
0

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ღონისძიება გაიმართა.

ბენეიციარების განწყობაზე ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა და თოჯინებისთეატრმა იზრუნა. გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი და პატარებს საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებას გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილე ნათია გოლიაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჭანიშვილი დაესწრნენ.

„21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა! ჩვენ ვერთიანდებით, რომხელი შევუწყოთ ამ სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიური განათლების განვითარებას და ღირსეული გარემოს შექმნას.  ჩვენი მეგობრობა გულწრფელი და ნამდვილია, რადგან მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“- აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი 2011 წლიდან გაერთიანებული ერებისორგანიზაციის მიერ დაწესდა. მსოფლიო და საქართველო, ამ დღეს დაუნის სინდრომისშესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას მართავს.

ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურისგანათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.