მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს – ,,დინამო“ ბათუმის  საპატიო პრეზიდენტის წოდება მიენიჭა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს – ,,დინამო“ ბათუმის  საპატიო პრეზიდენტის წოდება მიენიჭა

322
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს საფეხბურთო კლუბის,  ,,დინამო“ ბათუმის  საპატიო პრეზიდენტის წოდება მიენიჭა.
აღნიშნული გადაწყვეტილება რიჟვაძეს „დინამო“ ბათუმის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ, ფეხბურთელებთან ერთად გააცნო.

,,დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა დინამო ბათუმის საპატიო პრეზიდენტობა.

ჩვენ ერთად დავწერეთ ამ გუნდის წარმატების ისტორია.

ერთობლივი ძალისხმევით, დინამო ბათუმი არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იქნება”-აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.