მთავარი სხვადასხვა ძალოვნები რომ არა, ქობულეთში ტრაგედიის მასშტაბები გაცილებით დიდი იქნებოდა

ძალოვნები რომ არა, ქობულეთში ტრაგედიის მასშტაბები გაცილებით დიდი იქნებოდა

1015
0

დღეს დილით ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის მასშტაბები გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ არა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა (პატრული, პოლიცია, სახანძრო, სამაშველო) ვაჟკაცობა. ისინი შიშველი ხელებით ებრძოდნენ სტიქიას და პრაქტიკულად ნულოვანი შანსიდან 45 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. სასტუმრო არმაზის შენობაში გაჩენილი ხანძრისას ცეცხლი ელვის სისწრაფით მოედო ხისა და პლასტმასის კონსტრუქციებს, გამოირთო ელექტროენერგია და ამ დროს ალბათ არავის გაუჭირდება იმის წარმოდგენა, როგორია 10-12 წლის მძინარე ბავშვებისთვის უცხო გარემოში კვალდაკვალ დადევნებულ სიკვდილზე გარიდება.  როგორც შინაგან საქმეთა  სამინისტრო იტყობინება, სასტუმრო „არმაზის“ შენობიდან ამომავალი კვამლი ქობულეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა პატრულირებისას შეამჩნიეს, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა, პოლიციელებმა და მაშველებმა ერთობლივი ძალებით ცეცხლმოკიდებული შენობიდან 45 ადამიანის გამოყვანა შეძლეს, მათ შორის 31 ბავშვი და სასტუმროს თანამშრომლები გახლდათ.