აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია, მისასვლელი გზა და ფერდობები დასუფთავდა.
ტერიტორია ეკალ–ბარდებისა და სხვა ნარჩენებისაგან გაიწმინდა.
სამუშაოებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.