უკრაინინის პრეზიდენტი, ვლოდიმერ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს.
,,მინდა მივმართო მეგობრებსა და უბრალოდ კეთილსინდისიერ ადამიანებს საქართველოში. სავარაუდოდ, ყველა ხედავთ მიხეილ სააკაშვილის ჯანრმთელობის მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, მივმართავ ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას – აუცილებელია გამოიჩინოთ გულმოწყალება, განსაკუთრებით შობის საღამოს. რაც ახლა მიხეილის [სააკაშვილის] თავს ხდება სისასტიკეა. ეს საქართველოს არ უხდება. ეს უნდა შეჩერდეს. გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რასაც მისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. გადაიყვანეთმიხეილ სააკაშვილი უკრაინის, რომელიმე სხვა ევროპული ქვეყნის ანამერიკის კლინიკებიდან ერთ–ერთში. ახლა არის დრო, რომ გადადგათ კარგი ნაბიჯი. დიდება უკრაინას“ნათქვამია მიმართვაში.