19 მაისს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში საქმიანობის 10-თვიან ანგარიშს წარმოადგენს. შეხვედრაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას ფრაქციის საქმიანობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებენ და ფრაქციის სამომავლო გეგმებს გააცნობენ. აღნიშნულ ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცემა საკუთარი აზრი გამოთქვას ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოში საქმიანობასთან დაკავშირებით, კითხვები დაუსვას ფრაქციის წარმომადგენლებს და მიიღოს პასუხები არჩეული თანამდებობის პირებისგან. ღონისძიებას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ახორციელებს.