მთავარი ვიდეორეპორტაჟი ბათუმში „სმარტის“ ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა /ვიდეო/

ბათუმში „სმარტის“ ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა /ვიდეო/

447
0

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ განაგრძობს განვითარებას „ვისოლის“ ინფრასტრუქტურაში, გასულ პარასკევს, ბათუმში, „სმარტმა“ რიგით 35-ე ფილიალი გახსნა, შავიზღვისპირეთში კი ეს უკვე მეოთხე სუპერმარკეტია. ობიექტზე 25-მდე ადგილობრივი დასაქმდა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მოემსახურებიან ერთგულ მომხმარებელს.

„ვისოლის“  ავტოგასამართ სადგურზე, რომელიც ტბელ აბუსერისძის 22-ა-შია განთავსებული, ერთ სივრცეში მოიყარა თავი გაზგასამართმა და თვითმომსახურების ნავთობგასამართმა სადგურებმა, სადაც საწვავის შეძენა მნიშვნელოვანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი.  რაც მთავარია, აქვეა „სმარტი“, შესანიშნავი სუპერმარკეტი, სადაც ევროპული ხარისხის სასურსათო თუ სამრეწველო პროდუქციის ფართო ასორტიმენტის შეძენასთან ერთად „ტრუჩილოს“ იტალიური ყავის დაგემოვნებაც შეგეძლებათ…

„ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წლიდან დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში საკუთარ ავტოგასამართ სადგურებსა და ცენტრალურ ავტომაგისტრალზე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში ათეულობით სუპერმარკეტი გახსნა, კომპანიის მესვეურთა განცხადებით, „სმარტის“ სუპერმარკეტებს მალე საქართველოს ყველა კუთხეში ვიხილავთ. უახლოესი სამი წლის განმავლობაში კი არსებულ ობიექტთა სიას კიდევ 30-მდე ახალი ფორმატის სუპერმარკეტი შეემატება.

კომპანიის განსაკუთრებულ მიღწევად „ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურები უნდა ჩაითვალოს, სადაც ლოიალობის პროგრამის ფარგლებში ქსელთან შედარებით, 1 ლიტრი საწვავის შეძენა 25-30 თეთრამდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი. იქვე არსებული გაზგასამართი სადგური კი  თავისი მდებარეობითა და მომსახურების ხარისხით განსაკუთრებულ კომფორტს უქმნის აირზე მომუშავე ავტომობილების მძღოლებს.