მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმში, მთავრობის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქცია გაიმართა

ბათუმში, მთავრობის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქცია გაიმართა

1095
0

ბათუმში, მთავრობის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მთავარი მოთხოვნები იყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება მთავრობის მიერ და პროტესტი, ხელისუფლების რუსული კურსის წინააღმდეგ.

„ივანიშვილი, რომელიც ყოფს და აპირისპირებს საზოგადოებას, სამშობლო გააყიდინა „რუსულ ოცნებას“. ამაზე ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ერთობით, ბრძოლით და 9 აპრილს ყველამ ერთად ვუთხრათ, რომ არ შევეგუებით საქართველოს გარუსებას და რუსულ მთავრობას. ეს აქცია ვერ იქნება პარტიული, რადგანაც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ყველას ეკუთვნის.”
ჩვენ უნდა ხმამაღლა ვუთხრათ – არა ივანიშვილის რეჟიმს! ჩვენ გვინდა ევროპა!
9 აპრილს უნდა ვუთხრათ არა რუსულ ხელისუფლებას” -აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ხვიჩა მამულაძე