„Art of Unity“ არის საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი, რომელიც ნიდერლანდებს, საქართველოს, სომხეთს, საბერძნეთსა და იტალიას აერთიანებს. პროექტი განხორციელდა ქალაქ ქობულეთში. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 36 ახალგაზრდამ, რომლებიც თანამშრომლობის, ხელოვნებისა და კულტურათშორისი სწავლების გზით განიხილეს თანამედროვე სოციალურ გამოწვევები და შექმნეს ინოვაციურ საგანმანათლებლო აქტივობები სხვა ახალგაზრდებისთვის.
პროექტის მთავარი იდეაა — ახალგაზრდების გაძლიერება და მათში ისეთი ღირებულებების განმტკიცება, როგორებიცაა ტოლერანტობა, თანაგრძნობა და ინკლუზიურობა. „Art of Unity“ შექმნა სივრცე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
პროგრამა ოთხ ძირითად მიმართულება გააერთიანა გარემო – მდგრადი მომავლისკენ მიზანია ახალგაზრდებში გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება. მონაწილეები შეისწავლეს ეკოლოგიურად სუფთა ჩვევები და განიხილეს გარემოსდაცვით გამოწვევები.
ჯანსაღი ცხოვრების წესი – აქტივობები მოიცავდა ბალანსირებული კვების, ვარჯიშისა და ფსიქოემოციური ჯანმრთელობის შესახებ პრაქტიკულ სესიებს.
ჩაგვრა სკოლაში – უსაფრთხო გარემოს შექმნა მონაწილეებმა იმსჯელეს ბულინგის შედეგებზე, სეისწავლეს მასთან გამკლავების სტრატეგიებს, რომ სკოლები უფრო უსაფრთხო და მხარდაჭერის მქონე სივრცეებად იქცეს. ეფექტური კომუნიკაცია – მონაწილეებმა იმუშავეს კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაზე.
„Art of Unity“ ახალგაზრდებს მისცა უნიკალურ შესაძლებლობას: ისწავლონ ერთმანეთისგან, გამოხატონ საკუთარი იდეები ხელოვნების მეშვეობით და შექმნან ინიციატივები, რომლებიც მათ თემებში რეალურ ცვლილებებს გამოიწვევს.
#ErasmusPlus #YouthExchange #MVidee #YCG #YouthCenterofGeorgia #WisdomTutoringFactory #AssociazioneArcus #PatrasYouthAssociation #CreativeYouth #ArtofUnity







