არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდულ ცენტრს“ (Youth Center of Georgia), ჰქონდა საშუალება ემასპინძლა საერთაშორი პროექტისთვის “DIVERSITY IS OUR STRENGTH.“
2019 წლის 22-29 ივნისს, ქალაქ ქობულეთში განხორციელდა ERASMUS + მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროექტი.
მასში მონაწილეებდა 4 ქვეყნის 4 ორგანიზაცია: ირლანდია “Love and Care for People”. იტალია “EUROSUD” , ესპანეთი “Youth MAJADAS” და საქართველო Youth Center of Georgia”.
პროექტი მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას მონაწილე ქვეყნების კულტურის, ტრადიციების, წეს-ჩვეულებების შესახებ. პროექტმა მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა დაემსხვრიათ მათ შესახებ არსებული ნეგატიური სტერეოტიპები, ეპოვათ გამოსავალი სხვადასხვა დისკრიმინაციული სიტუაციებიდან სიმულაციორი თამაშების, ხელოვნების და „ფორუმ თეატრის“ გამოყენებით.
გაცვლით პროგრამაში ჩართულმა 56 ახლგზარდამ ჩაატარა შეხვედრები ქობულეთის კოლეჯის „ახალი ტალღის“ სტუდენტებთან.
#erasmus+ #leargas #loveandcareforpeople #youthcenterofgeorgia #youthmajadas #eurosud #diversityisourstrength #Newwave