ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
მთავარი წაკითხვა გვერდი 3

ქობულეთელი მძღოლების ნაწილი სიკეთის წინააღმდეგ?!.

0

 მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნა, #123 მარშრუტის: ბათუმი – ქობულეთის ბოლო გაჩერება ქობულეთში, დავით აღმაშენებელის გამზირის #430-დან ქალაქის ბოლოს, #820 – თან გადაეტანათ, მრავალრიცხოვანი საზოგადოების სამართლიანი შენიშვნიდან გამომდინარე, მარშრუტის ხელმძღვანელობამ დააკმაყოფილა, ამით ფიჭვნარის მოსახლეობას მართლაც „საუკუნის პრობლემა“ გადაუწყვიტა. სიახლე განსაკუთრებულ კომფორტს შეუქმნის ბათუმიდან ქობულეთში მომავალ იმ მგზავრებს, რომლებიც ქალაქის მეორე ნაწილისკენ გადაადგილდებიან, მათ ტრანსპორტის გამოცვლა ან დარჩენილი გზის ფეხით გაგრძელება განსაკუთრებით ღამის საათებში, აღარ დაჭირდებათ, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ზამთრის პერიოდში ამ მონაკვეთზე გადაადგილება ძალიან ჭირს საქალაქო ტრანსპორტის სიმცირის გამო.

  ამ სასიკეთო და სასიხარულო გადაწყვეტილებას პირველი წუთებიდანვე გამოუჩნდა მოწინააღმდეგეები, ქალაქის #1 კერძო მარშრუტზე მოძრავი ათამდე მძღოლი, რომლებიც კონკურენციის შიშით, კოლეგების მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯებს აპროტესტებენ და სიახლეს ხელს უშლიან. მათი ვიწრო ინტერესების გამო, 14 სექტემბრიდან დაგეგმილი რეისები აღმაშენებელის #820-მდე ვეღარ შესრულდა, რითაც ასეულობით მოქალაქის ინტერესი ფეხქვეშ გაითელა…

 როგორც შპს „ხუტას“ დირექტორი რეზო ხინიკაძე ამბობს, „#123 მარშრუტის არც ერთი მძღოლი არ არის მოწოდებული იმისკენ, რომ საქალაქო ტრანსპრტს მგზავრი წაართვას, ამიტომ სიახლეს ვერავინ შეაჩერებს და ის ადრე თუ გვიან მაინც დაინერგება… ეს ყველაფერი ჩვენი მძღოლებისთვის შესაძლოა ზედმეტი ტვირთიცაა, მაგრამ ამ გაძვირებულ პირობებში, ისინი ყველაფერს აკეთებენ თავიანთი მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად“ – დასძენს რეზო ხინიკაძე.

 P.S. როგორც შპს „ხუტას“ ხელმძღვანელობა იუწყება, 1 ლარით გაიზარდა #123 მარშრუტზე მგზავრობა, რაც საწვავის მკვეთრმა გაძვირებამ გამოიწვია. 15 სექტემბრიდან აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობა 3 ლარის ნაცვლად, 4 ლარი დაგიჯდებათ. ვიდრე საკურორტო სეზონი ძალაშია, ხაზზე გადაადგილება ღამის 12 საათამდეა შესაძლებელი, არასეზონურ პერიოდში კი მიკროავტობუსები 22 საათამდე იმოძრავებენ.

დავით ჩხარტიშვილი: XII_ბ), რეზიუმე / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა!..“

0
  • ანტონიო გრამშის უთქვამს; „ძველი სამყარო კვდება, ახალი კი იბადება, მაგრამ იბადება გაჭირვებით და ახლა მონსტრების დროა“_ო! ჩვენ კი დავით ბატონო, ასეთ გარდამტეხ დროს არანაირი დიდი, პირობითად მოდერნისტული იდეოლოგია არ გაგვაჩნია! არადა ადამიანს, მით უფრო ინდუსტრია_სოფელ განადგურებულ, ომებ_წაგებულ ქვეყნის შვილებს, მონსტრებით სავსე ეპოქაში ესაჭიროება მყარი სტრუქტურა, რომელსაც უნდა დაეყრდნოს როგორც ყოფითში, ასევე ქვეყნის მშნებლობობისას, არა?
  • სამწუხაროა, რომ მასეა ჯემალ; ამჯერად ყნოსვამ უმტყუნა ამ ჩვენს ე.წ. ელიტებს, რადგან სხვა ტიპის ინსტინქტებს ითხოვს ამგვარი „ინსაიტი“ და თუ არ მოფხიზლდებიან იმ მიმართულებით, რომელსაც ჩვენ აქ დაჟინებით ვკაფავთ / ვგონებ, ისეთ მძლავრ რევოლუციურ პოტენციალს გადააწყდებიან მალეღა, რომ საერთოდ აღარაფერი დარჩება მათგან, – ქონების ჩათვლით რა თქმა უნდა! რაც სრულებითაც არ მაღელვებს, მაგრამ ის მადარდებს რომ, საქართველო ასეთ გარდამტეხ პერიოდში დარჩება წარმმართველი ხელის გარეშე, გარე ძალების და „მიშისტების“ ანაბარა.  
  • განვავრცობ მაშინ, – რადგან უმნიშვნელოვანეს საკითხს შეეხე! დღეის მდგომარეობით რაც გაგვაჩნია ისაა რომ, მხოლოდ მითები_ღა გვასაზრდოებს, ილია მართალის აზრებიც კი პოსტმოდერნისტულ პროდუქტში კონვერტირდა ამ უბირების ხელში და პროფანაცია განიცადა, ხომ?
  • და ვიღაც-ვიღაცეებს, ეს ერთი ნარატივიდან მეორეში გაუაზრებელი, მუდმივი ხტუნვა და თამადობა ზურნა-შალახოს ჰანგების ფონზე მიღწევა ჰგონია! მთლად კარგად ვერ იაზრებენ პასუხისმგებელი პირები, თუ რა საშიშ პერიოდში ვცხოვრობთ და ზოგადათ, – რა არსებითი განსხვავებაა ტრანზიტის ადეკვატური, „სამეუფეო“ იდეოლოგიის არსებობა-გამომუშავებასა და რომანტიკულ-ნაციონალისტური, კონსიუმერიზმიდან აღმოცენებული მითოლოგემების დომინერიბას შორის …
  • -არადა, ბანალურად  ხომ იმაშია სხვაობა თუნდაც, რომ ჯანსაღი იდეოლოგია; ანუ აუცილებლად ლაიცისტური, ცენტრისტული და კაცობრიობის საუკეთესო იდეების მატარებელი მწყობრი კრებული, მომავალზე ორიენტირებულია! არსებული მითოლოგია კი, წარსულზე მიმართული და ქტონიკურისაკენ გადახრილი არის, ენტროპიის და არა წესრიგის მომტანი!  დავძენ ბარემ_ღა დავით, რაც ერთის მხრივ მსოფლაღქმაში უზარმაზარ ნაპრალებს გვიტოვებს და მეორე მხრივ, ამის გამოა რომ ფულის კეთება რელიგიის რანგში აქვს აყვანილი ქართულ ისტებლიშმენტს!
  • რა თქმა უნდა ჯემალ და ბედის ირონიის წყალობით აღზევებულ ამ უსაზღვრო კონფორმიზმითა, მომხვეჭელური ინსტინქტებით გამორჩეულ ვაჭრუკანებს სხვა დიდი მიზანი არ გააჩნიათ მაგის გარდა. აი თუგინდ, იმ მიზეზით, რომ დიდი იდეა არ ამოძრავებთ, ჩვენსგან განსხვავებით! სიტყვაზე, სწორედ ამის გამო იქცა „ოცნების“ საკადრო პოლიტიკა, ლამის ზედსართავად და საბაზისო სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს! არ გააჩნიათ-რა, ის მთავარი რაც სწორი მიმართულებით გაახედებდათ და სწორად შერჩეული მიზნისთვის სწორ კადრებს შეარჩევინებდათ!
  • მდაა, რაღაც ლექს განგებამ შანსი მისცა შესულიყო ისტორიაში კარგ ტიპებად და ამ სხვის ნაბრძოლ-ნაშრომზე შესეულებმა კი, ყველაფერი გააკეთეს რომ მომავლის სახელმძღვანელებში ჩაეწერონ უსახურ და მერკანტილურ კონტიგენტად …
  • მეტიც ჯემალ, ქართული სახელმწიფოს „სირცხვილად“ შევლენ ისტორიაში, მაგრამ STOP; არაა აქ დაწვრილმანების ადგილი და შენ კი ისე გაქვს აკრეფილი, ვატყობ სახელ-გვარებზე გადახვალ იმ დროს, როცა ტრენდებს და პირველზმიზეზებს ავღწერ!
  • და კატასტროფაა, რომ გამოსწერებას ამ უვარგისი ალგორითმის პირი არ უჩანს. თუმცა, ჩვენ ხომ იმიტომაც წამოვიწყეთ ეს საუბარი, რომ მისულიყო იმამადე, „ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა“?! ასეა თუ ისე, დარწმუნებული ვარ, რომ არათუ მივა, გათავისდება კიდეც! დაბოლოს, ახლად_შემოერთბული მკითხველისთვის, ტრადიცისამებრ მაინც ვიტყვი; სწორედ რომ ამ ნიუანსის საჯარო განხილვის შემდეგ ერთ-ერთ ეპიზოდში, მოვითხოვეთ მთავრობისგან ახალი მოდერნისტული, ტრადიციონალისტურ მიდგომებზე დამყნობილი პროექტის განზხილვა-განხორციელება ზოგადეროვნულ დონეზე და „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში, თან ყველა „ანტიმიშისტური“ პარტიის, ძალისა თუ ჯგუფის მონაწილეობით! ჯერ ერთი, რადგან მონოპოლია ალპობს და ა.შ. მეორე, – რამეთუ ახალი და თამამი, გამრღვევი იდეოლგიის ინდოქტრინაცია დავაანონსეთ, თუ მმართველი ძალისგან, პირადად ივანიშვილისგან ხლშეწყობა გვექნებოდა და მის გარეშე კი, ეს ნამდვილად შეუძლებელია ამ ეტაპზე. პუნქტობრივად ჩამოვაყალიბეთ, რა ტიპის ხელსაწყოები დაგვჭირდებოდა ამისათვის; შედეგად კი მიახლოებით ისეთივე რეზულტატს ვპირდებით მთავრობას, – როგორიც იაპონიის, ან თურქეთის თუ ისრაელის მთავრობებმა მიაღწიეს თავის დროზე და წარჩინებულ სახელმწიფოებად იქცნენ!
  • პრინციპში, ბევრი არც არაფერია საჭირო ამისთვის, – უბრალოდ სწორ, თანმიმდევრულ და დროულ ალგორთმს ვითხოვთ-რა, ტრიბუნას მეინსტრიმული ტელევიზიებით და თანადგომას უშუალოდ ივანიშვილის მხრიდან სხვადასხვა საზოგადო-პოლიტიკური და საგანმათლებლო მიმართულებით!
  • მერედა, არ გამოგვრჩეს უმნიშვნელოვანესი დავით; დაანოსნებული აქტივობების პარალელურად, ვითხოვთ რომ ყველა ხაზინის ქურდი სამაგალითოდ დაისაჯოს! ნუ, თუნდაც რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩაწყდეს ქვეყნის ძარცვა-გლეჯვის ის ხაზი, რომელიც 90-დან მოყოლებული მოუშუშებელი ჭრილობით სდევს ჩვენს სამშობლოს! სხვაგვარად მორიგ მანკიერ წრეზე აღმოვჩნდებით, იმდენად კარგად მიმიკრირებულ კონტიგენტთან გვაქვს ყველა იმ ქართველს საქმე, ვასაც სახელმწიფოში და არა რაღაც გაუგებარ წარმონაქმნში ცხოვრება სურს.
  • სხვათა შორის ჯემალ, ილონ მასკმა თქვა ამას წინ, რომ „არ არსებობს არანაირი ჯადოსნური მიწა, რომელიც ერთ ადგილებს განვითარებულს ხდის და მეორეს წარუმატებელს. იაპონიის ხალხი ნებისმიერ სხვა ადგილას რომ დაასახლო, ის ადგილი გახდება იაპონია“_ო! იმის თქმა მინდა, რომ მხოლოდ 10 წელი დასჭირდა იაპონიას, იმპერატორ მეიძის ხელმძღვანელობით, რომ მოეთოკა წარსულში ჩარჩენილი ელიტები და ფეოდალური ქვეყნიდან ულტრათანამედროვე სახელმწიფო აეშენებინა …
  • მივადექით ელიტების პრობლემასაც, – სოც_ინჟინერიაში და სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში მთავარ წარმმართველ ელემენტს! და მათ მსოფლაღქმას რაც შეეხება კონკრეტულად, ადრე მოგვახსენე რომ, როდესაც ძვ. სამყაროში თვლიდნენ, რომ პროსტიტუცია სიამოვნებდა ღმერთებს, ტაძრის მეძავეები ჰყავდათ პატივში_ო და ა.შ. რა თქმა უნდა ტყუილა არ იზამდი ამას და ვგონებ მინიშნება გინდოდა ამ სახით, რომ ასეთივე მექანიზმი არსით მოქმედებს დღესაც, არა? ანუ, ის თუ რა გააჩნია ე.წ. თანამედროვე ელიტას უმაღლეს ორიენტირად და თავში რა უდევთ ზოგადად, სწორედ მასეთი პერსონაჟები და ჩვევები ტივტივებს გარშემო …
  • არადა ჯემალ, – სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ სხვანაირი იყო ელიტები, თუგინდ საბჭოთა პერიოდს დაადარე და შედარება არაა ხარსხით და ვიზუალითაც (იცინის). ფუნდამენტური რეფორმებია ამ მიმართულებით საჭირო მაგიტომაც. რადგან, იმაზე დიდი პრობლემაა ვიდრე მავანს ჰგონია, როდესაც მიმიკრირებული თამადებითა და მედოლეებით, არქაული მითოლოგებით და პოსტმოდრნისტული ხატებით სავსეა ვერტიკალი, – როცა დუქნის ესთეტიკა და არტისტები დომინირებს პოლიტ-კულტურულ ველზე! ამასთანავე ისიც უნდა ვთქვა, – რომ ჯანსაღი იდეოლოგია შეუძლებელია ნათელი მითის გარეშე და სწორედ ამის გამოა ხოლმე, რომ რაგინდ გასაკვირი იყოს ახლადშემოერთებული მკითხველისთვის, იძულებული ვხდები მითოლგიის რაღაც ხრიკები გამოვიყენო.
  • მერედა დავით, აი ეს განსასაზღვრებაც „ტრადიციონალისტური“, სიმართლე გითხრა მთლად არ მეპიტნავება. რადგან, ტრადიციული ფასეულობები ეს მთლად მართებული დეფინიცია როდია, ტრადიციულში ხომ ბევრი არქაიკაა და მოსაშორებელი მავნე ჩვევებიცაა, არა?
  • ამაშიც მართალი ხარ ჯემალ; ნამდვილად გაცვეთილი ტერმინია და უფრო მართებული იქნებოდა, „ადამიანურზე ორინტირებული იდეოლოგია“ დაერქვას იმ კოდექსს, რასაც ვთავაზობთ აქ რიგით მკითხველს და საქართველოს მთავრობას, – ე.წ. ტრადიციონალისტურ-კონსერვატიული ფასეულობების ნაცვლად. რადგან ეს ჩვენი მიდგომა, ითვალისწინებს როგორც ტრადიციონალზმს, ასევე კლასიკურ ლიბერალიზმს და კონსერვატიზმს, რა დასამალია და ნაწილობრივ „პროგრესისტობასაც“. ჰმ, რადგან ისეთ პოსტულატებს შეიცავს საკუთარ თავში, როგორიცაა მაგალითად ის, რომ ადამიანი უნდა ემსახურებოდეს ოჯახს, ქალაქს, კუთხეს, სამშობლოს და ღმერთს, საგარეო კუთხით კი პრაგმატული იყოს, განათლებული და ა.შ. მოკლედ, ყველაფერ იმას-რა, რაც მემარცხენე ლიბერალიზმში უარყოფილია! აი, უშუალოდ ე.წ. ელიტების საკითხს კი რაც შეეხება, – კი ბატონო ძვ. სამყაროში ნამდვილად თვლიდნენ, რომ პროსტიტუცია სიამოვნებდა ღმერთებს და იმიტომაც ტაძრის მეძავეები ჰყავდათ პატივში. ეტყობა, აქაც ვიღაც ძლევამოსილი თვლის რომ ეს უგვანობა რაცაა გარშემო, უნდა ერს და ბერს და აქედან, – მეძავეების, კონიუქტურშიკების და თამადა-დემაგოგების მომრავლება ეკრანებზეც და საზოგადო სივრცეებში. ზოგადად, ამ „მასოვიკ-ზატეინკები“_ს დომინირება სოც-პოლიტიკურ და კულტუროლოგიურ ველზე სახელმწიფო მოღვაწეების და ნამდვილი მეცნიერების ნაცვლად.
  • ახლა კი მთავარი და შევახსენებ მკითხველს, რომ  წინარე ეპიზოდის პირველ ნაწილში, შევეხეთ სტოიციზმის როლს ევროპის ისტორიაში! რადგან მიგვენიშნა ქართული ისტებლიშმენტისთვის, თუ რა კატეგორიას შეუძლია სამაგალითო სახელმწიფოს აშენება და რომელს, მხოლოდ ყმებით დასახლებულ ნაგავის! კერძოდ კი, აღნიშნე რომ ამ დიდებული სწავლების ხელახალ სულისჩამდგმელად ჰოლანდიელი იუსტას ლიპსი მოგვეველინა და რომ რომის დარად, სტოიკოსი იუსტას ლიპსის ირგვლივაც შეიქმნა ძალიან გავლენიანი ჰოლანდიელი სამხედროების, მეცნიერების, მხატვრების და ფილოსოსფოსების წრე! რამაც, თავის მხრივ განაპირობა ჰოლანდიური რენესანსი და ამ პატარა ქვეყნის წინააღმდეგ დარაზმული დანარჩენი ევროპის მარცხი …
  • მსგავსად ძვ. რომისა კი; თავის დროზე იქაც ხომ, საბერძნეთიდან სტოას მასწავლებელის ჩამოყვანით და მოგვიანებით, კერძოდ კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ იტალიაში დამკვიდრებული სტოიკოსი ბერძნების მეშვეობით და „პლატონის აკადემიის“ დაარსებით მოხერხდა ბნელი ეპოქის დამარცხება. ჰე-მაგ ტიპის და სხვა მსგავსი „განმანათლებელი“ პიროვნებების ინიციატივითა და ძალისხმევით შექიმნა შესაბამისი ელიტები ევროპაში, ის რჩეულები რომლებიც ისტორიაში კაი ტიპებად შესვლას ლამობდნენ და არა მომხვეჭელობით იყვნენ დაკავებული, ნეპოტიზმით და ა.შ. ვუტრირებ რა თქმა უნდა, მაგრამ არსით ასეა-რა, მხოლოდ სწორი იდეა და მერიტოკრატია მერიტოციდის ნაცვლად, გარდაქმნის ბოშათა ბანაკის დარ წარმონაქმნებს მდიდარ, ღირსეულ სახეწლმწიფოებად და სხვა რეცეპტი ქვეყნების წარმატებისა, ისტორიამ უბრალოდ არ იცის.

(გაგრძელება იქნება)

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე

კიდევ ერთი სმარტი გემრიელი და კომფორტული გადაადგილებისთვის

0

„სმარტი“ ქსელის რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს, მიმდინარე წლის 26 ივნისს მან ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის #26-ში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე ახალი მარკეტი (Convenience Store) გაიხსნა. უახლოეს პერიოდში „სმარტი“ მარნეულშიც გაიხსნება და „ვისოლთან“ ერთად „კეთილი მგზავრობისთვის“ ყველა საჭირო პირობას შექმნის.  შავიზღვისპირეთში „სმარტს“ უკვე 8 მარკეტი აქვს განთავსებული ბათუმში, ფოთში, ქობულეთში, ურეკსა და გონიოში. 2026 წლის ბოლომდე „სმარტი“ საქართველოს მასშტაბით გაშლილი 60-ზე მეტი მარკეტით მთელ ქვეყანაში გადაადგილებას კიდევ უფრო გემრიელს და კომფორტულს გახდის.

  • „ქსელის გაფართოებით ვცდილობთ, რომ „სმარტის“ ექსკლუზიური ასორტიმენტი და გზად საჭირო პროდუქტები ქვეყნის რაც შეიძლება მეტ რეგიონში იყოს ხელმისაწვდომი. ქობულეთში ახალი მარკეტის გახსნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყების დროს, როდესაც შავიზღვისპირეთში უამრავი დამსვენებელი იყრის თავს. მოხარული ვართ, რომ მათ კიდევ ერთ თანამედროვე სივრცეს შევთავაზებთ, სადაც შეძლებენ როგორც გზად საჭირო პროდუქტების შეძენას, ასევე იტალიური ყავისა და ჩვენი ექსკლუზიური იმპორტის პროდუქციის დაგემოვნებას. „ვისოლის“ მომსახურების ცენტრების მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ ხშირად ერთ სივრცეში აერთიანებს „სმარტს“, „საბვეის“, „ვენდისსა“ და „დანკინს“, რაც მომხმარებლისთვის კომფორტულ და მრავალფეროვან გამოცდილებას ქმნის“, – აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

ახალი მარკეტის გახსნასთან დაკავშირებით მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებაც მოქმედებს. 26 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით, ყოველდღიურად 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს ცნობილი შეფის, ავთო ცეცხლაძის მიერ შექმნილ უგემრიელეს „სმარტულ“ ჰოთ-დოგზე.

„სმარტი“ ჩართულია „ვისოლის“ ერთიან ლოიალობის პროგრამაში. „ვისოლის“ მობილური აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით, დააგროვონ ქულები თითოეული ტრანზაქციისას და მიიღონ დამატებითი ბენეფიტები. დაგროვებული ქულების გამოყენება შესაძლებელია როგორც „სმარტის“ მარკეტებში, ისე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, რაც მომხმარებლისთვის ერთიან და მოსახერხებელ ციფრულ ეკოსისტემას ქმნის.

ბოლო წლების განმავლობაში „ვისოლი“ „სმარტის“ ქსელს საშუალო ფორმატის მარკეტებით ავითარებს როგორც ავტოგასამართ სადგურებზე, ისე ცენტრალურ მაგისტრალებზე განთავსებულ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში. „სმარტის“ მარკეტების უმეტესობაში სტუმრებს კომფორტული კაფე ხვდებათ, სადაც ადგილზე მომზადებული ნაცხობი პროდუქტები და იტალიური ყავა „ტრუჩილო“ განსაკუთრებულ გასტრონომიულ გამოცდილებას ქმნის.

26 ივნისს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნა – აზერბაიჯანის არმიის განვითარების თანამედროვე ეტაპი

0

26 ივნისი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შეიარაღებული ძალების დღედ აღინიშნება და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქვეყნის სამხედრო ისტორიის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ჩამოყალიბებაში.

აზერბაიჯანის არმიის ისტორია 1918 წლის 26 ივნისს, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს დაიწყო, ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით უზრუნველყოფილი იქნა ეროვნული არმიის დანაყოფების შექმნა,და ჩაეყარა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამართლებრივი და ინსტიტუციური საფუძველი.

1918–1920 წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ახალგაზრდა რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის ფორმირების, არმიის მშენებლობისა და სამხედრო პერსონალის მომზადების მიმართულებით. თუმცა, 1920 წლის აპრილში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაშლის შედეგად, ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა და არმიის სისტემა გაუქმდა.

საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანელები საბჭოთა სამხედრო სისტემის ნაწილი იყვნენ და ეროვნული არმიის კონცეფცია ფორმალურად არ არსებობდა. 1991 წელს აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, შეიარაღებული ძალების რეორგანიზაცია სახელმწიფო მშენებლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა. ამ პერიოდში, აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი – ყარაბაღი და მიმდებარე რეგიონები – ოკუპირებული იყო და ასობით ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ 1990-იან წლებში არმიის მშენებლობა რთულ პირობებში მიმდინარეობდა, ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, სახელმწიფოებრიობისა და არმიის მშენებლობის სფეროში განვითარების სტაბილური და სისტემატური ეტაპი დაიწყო. 1998 წლის 22 მაისის ბრძანებულებით, 26 ივნისი, შეიარაღებული ძალების დღე, ოფიციალურ სახელმწიფოებრივ დღესასწაულად გამოცხადდა.

1994 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, აზერბაიჯანი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად დიპლომატიური და პოლიტიკური საშუალებებით, ამასთანავე სისტემატურად აძლიერებდა თავის არმიას. თანამედროვე შეიარაღებამ, სამხედრო წვრთნებმა, საერთაშორისო თანამშრომლობამ და თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებამ გაზარდა აზერბაიჯანის არმიის საბრძოლო შესაძლებლობები.

2020 წლის 27 სექტემბერს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი პროვოკაციების საპასუხოდ, გამარჯვებული უმაღლესი მთავარსარდლის, ილჰამ ალიევის მეთაურობით აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევითი ოპერაციები დაიწყო. ეს პროცესი ისტორიაში სამამულო ომის (44-დღიანი ომი) სახელით შევიდა. ომის დროს, მაღალი პროფესიონალიზმის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ზუსტი სამხედრო ოპერაციების შედეგად, აზერბაიჯანის არმიამ ოკუპირებული ტერიტორიების უმეტესი ნაწილი გაათავისუფლა.

2020 წლის განმავლობაში ოკუპაციისგან გათავისუფლდა ქალაქები: ჯაბრაილი (4 ოქტომბერი), ფუზული (17 ოქტომბერი), ზანგილანი (20 ოქტომბერი), გუბადლი (25 ოქტომბერი) და მრავალი სოფელი, ხოლო შუშას ქალაქიდან გათავისუფლება 2020 წლის 8 ნოემბერს ომის გადამწყვეტი ეტაპი იყო. 2020 წლის 10 ნოემბრით დათარიღებული სამმხრივი განცხადებით, სომხეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა, ხოლო აზერბაიჯანმა სამხედრო და პოლიტიკური საშუალებებით უზრუნველყო თავისი ტერიტორიული მთლიანობა.

2020 წლის შემდეგ, აზერბაიჯანის არმიის შემდგომი გაძლიერება და მოდერნიზაცია სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. 2020 წლის 26 ნოემბერს დამკვიდრდა „პატრიოტული ომის გმირის“ წოდება და განთავისუფლებულ ტერიტორიებზე დაიწყო მასშტაბური აღდგენითი და განაღმვითი სამუშაოები. 2021–2022 წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საზღვრების გაძლიერების, ადგილობრივი ოპერაციების და ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით.

2023 წლის 19-20 სექტემბერს ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ჩატარებული ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად, უკანონო შეიარაღებული ფორმირებები განიარაღდა, აზერბაიჯანის სუვერენიტეტი სრულად აღდგა. ამის შემდეგ, რეგიონში რეინტეგრაციის პროცესი დაიწყო და სახელმწიფო მმართველობა სრულად აღდგა.

2024 წლიდან „დიდი დაბრუნების“ პროგრამის ფარგლებში განთავისუფლებულ ტერიტორიებზე მასშტაბური აღდგენითი და რეკონსტრუქციული სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქები და სოფლები აღადგინეს, ექსპლუატაციაში ჩაეშვა თანამედროვე ინფრასტრუქტურა, გზები, აეროპორტები და ენერგეტიკული პროექტები. 2025–2026 წლებში გაგრძელდა აზერბაიჯანის არმიის დიგიტალიზაცია, კიბერუსაფრთხოების სისტემების გაძლიერება, თანამედროვე იარაღის სისტემების ინტეგრაცია და თავდაცვის ინდუსტრიის განვითარება.

დღეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები რეგიონში ერთ-ერთ უძლიერეს არმიად მოქმედებენ და სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების მთავარი გარანტები არიან. აზერბაიჯანის არმია ქვეყნის სიძლიერისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მთავარი ინსტიტუტია, როგორც 1918 წლიდან მოყოლებული ისტორიული ტრადიციების გაგრძელების, ასევე 2020 წლის სამამულო ომში მოპოვებული გამარჯვებისა და გამარჯვებული უმაღლესი მთავარსარდლის, ილჰამ ალიევის თანამედროვე სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად.

პირველად საქართველოში! ბარელიეფი წლების და დამსახურების აღსანიშნავად… /ვიდეო/

0

ვინც ტელეკომპანია ტვ12-აჭარას რეგულარული მაყურებელია, ყველამ იცის, რომ ქობულეთში, კერძოდ კი #5 საჯარო სკოლაში მოქმედებს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ცისკარი“, რომელიც უკვე 30 – წლიან ისტორიას ითვლის და ამ ხნის განმავლობაში მრავალ თაობას გაუკვალა გზა ცხოვრებისაკენ…

 ანსამბლს ქორეოგრაფი დავით ქამადაძე ხელმძღვანელობს და იგი არა მარტო ქართული ცეკვის ილეთებს ასწავლის მომავალ თაობებს, არამედ აწრთობს და აყალიბებს მათში ქართულ სულს, ვაჟკაცობას, გაუტეხლობას, ისტორიის, წინაპართა პატივისცემასა და სიყვარულს, სათნოებასა და ქალურ კდემამოსილებას… და ეს ონავრებიც მთელი გულმოდგინებით სწავლობენ ყოველივეს დათო მასწავლებლისაგან.

ანსამბლი „ცისკარი“ წარმატებით გამოდის როგორც ქართულ, ისე უცხოურ ფესტივალ-კონკურსებზე და ყოველ ჯერზე განსაკუთრებული ჯილდოებით უბრუნდება მშობლიურ ქობულეთს…

და აი, 2026 წლის 1 ივნისს, ნინოობის დღესასწაულსა და ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღეზე, ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პირველად საქართველოში, ქართული საცეკვაო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის  ქობულეთის №5 საჯარო სკოლაში ანსამბლ „ცისკარის“ „ბრინჯაოს ბარელიეფი“ გაიხსნა.

ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ამ მაღალი ჯილდოს გადაცემა საზეიმო ვითარებაში გაიმართა, ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სკოლის დირექციისა და პედკოლექტივის წარმომადგენლები, ასევე ანსამბლის თითქმის ყველა თაობის წევრები, მათი მშობლები და გულშემატკივრები შეიკრიბნენ.

საზეიმო ღონისძიება ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა – ზაზა მჟავანაძემ გახსნა და ასპარეზი დედაქალაქიდან სპეციალურად ამ ღონისძიებაზე ჩამობრძანებულ სტუმრებს: მსახიობ გივი სიხარულიძეს, პოეტ ერეკლე საღლიანს, სუხიშვილების „ოქროს თაობის“ მოცეკვავეებს ნუგზარ ჯიქურსა და თამაზ ათანელს დაუთმო, რომლებმაც ანსამბლის მოცეკვავეებს დამსახურებული ჯილდო მიულოცეს და სამომავლო წარმატებები უსურვეს, ზეიმი კი ანსამბლ ცისკარის მიერ შესრულებული განდაგანით დაგვირგვინდა.

როგორც ღონისძიებაზე გაჟღერდა, მრავალი კრეატიული იდეის ავტორი და კეთილი საქმის ინიციატორი – ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი, მსგავსი ჯილდოებით, სამომავლოდ, წარმატებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების წახალისებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

ჯემალ მეგრელიძე, ზურაბ კაციტაძე

დავით ჩხარტიშვილი: XII_ა), რეზიუმე / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა!..“

0
  • აჰა დავით, ეპილოგის დამასრულებელ შტრიხსაც მივაღწიეთ და დავიწყებდი მას, ამერიკელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსის, ჰენრი ჯორჯის შემდეგი სიტყვებით; XIX საუკუნეში მოღვაწე, ეს დიდი რეფორმატორი წერდა, – რომ „მზად უნდა ვიყოთ, შევცვალოთ ჩვენი მოსაზრებები, უარვყოთ ძველი შეხედულებები და მივიღოთ ახალი. ჩვენ უნდა გადავდოთ ცრურწმენები და სრულიად თავისუფალი გონით ვიმსჯელოთ. რადგან მეზღვაური, რომელიც ერთსა და იმავე იალქნებს[W1]  უშვებს ქარის ცვლილების მიუხედავად, ვერასდროს მიაღწევს თავის ნავსაყუდელს“_ო! ეს გზავნილი მკითხველისადმი ვგონებ გასაგები უნდა იყოს ზედმეტი განმარტებების გარეშე და მით უფრო, როდესაც სრულად მიესადაგება ის ციკლის სულისკვეთებას და დანიშნულებას! აი, შენ კი რაც შეგეხება პირადად ამ ციტატის ჭრილში, გეტყოდი რომ XI ეპიზოდის ე) ნაწილში სულ ტყუილა შემოგიტია ეჭვებმა როგორც ხედავ. რადგან, თურმე ზედმიწევნით მკაცრად მიჰყვებოდი ჰენრი ჯორჯის ამ რჩევებს მთელი ამ ხნის განმავლობაში და რატომღაც, თხრობის წყვეტა დააპირე უეცრად. მინდა გავანდო ახლა მკითხველს, რომ დაგითანხმიე მხოლოდ მაშინ, როცა შინაურულად მოგიყევი ჰენრი ჯორჯის ამაგზე წინსწრებით და მხოლოდ ამგვარად, გაგრძელებასთან ერთად ისტორიულ რეტროსპექტივა და ციკლის მანიფესტად დაგვირვინებასაც შეგვპირდი აქვე. რასაც, იმედია აღარ გადაუხვევ და კიდეც დაასრულებ ციკლს, ხომ?
  • კი ჯემალ, ვადასტურებ რომ ბოლომდე გავამათრახებ თემას და რომ ამჯრად ნამდვილად შევჯერდით ციკლის თავშივე შეპირებულის ხორცშესხმაზე! კერძოდ, – ცალკეული პასიონარი მოქალაქეებისთვის მანიფესტად გაწერილი გზამკვლევის და ზოგადად კი, ქართული სახელმწიფოსთვის ოპტიმალური ფორმაციის მოდელის დადებას დაუყოვნებლივ! სიტყვაზე, ასევე დამიყოლიე რედუქციონიზმზე, ემპირიზმსა და ამ ურთიერთდამოკიდებული პროცესის აღწერაზე ატომარულთან მიახლოებულ დონეზე (იღიმის). ჰმ, წყვეტას კი რაც შეეხება, – სულ ტყუილა დამიძაბე, უბრალოდ ჰიპოტეტური დაშვება იყო ეგ და მაინც …
  • და საწყენად არ გეტყვი მაშინ დავით; თუ სიმართლე გინდა და გინდა, რადგან სხვებისგანაც იმავეს ითხოვ! დასრულებას, ლამის ყოველი ეპიზოდის ბოლოს სულმოუთმენლად ველოდი დაინტრიგებულ მკითხველთან ერთად! „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“_ო, და გენიალური რუსთაველის ეს რჩევა ასჯერ შეგაპარე დელიკატურად. აგრძელებდი ჯიუტობას და ყოველ ჯერზე მრავალსიტყვაობაში ვარდებოდი მაინც. რის გამო, გაგვეწელა ეს ციკლი უსაშველოდ და კიდევ, უამრავი გვერდითი თემა მიმოიხილე გზადაგზა ამ გადაცდომასთან ერთად და ალბათ მაგიტომაც-თქო. არადა, შეგეძლო სხვა თემატურ წერილებში განგეხილა უპრობლემოდ ეს და აუჩქარებლად თან, მაქსიმალური დეტალიზირებით. ისე კი, მშვენივრად გამეგება შენი ეჭვების! მასეა ხოლმე, როდესაც საგას ეჭიდება მგოსანი და მეცნიერს თრგუნავს თავში. მაგრამ ასეა თუ ისე, მივესალმები რომ დაძლიე ყოყმანი ბოლო-ბოლო და საჯაროდ შემპირდი ლაკონურაბას „მეტანოიას“_თან ერთად, ასევე განღვთობის მომენტიც შემოიტანე თან და ა.შ. რაც, ვგონებ უფრო საკუთარი თავისთვის გააკეთე …
  • იქნებ ჯემალ, რადგან კრისტალიზაცია ყველაფერს ესაჭირობა და საწყენიც არაფერია იყო აქ, რადგან პოლემიკური დანიშნულების ნაშრომია მკითხველის წინაშე. მასთან ერთად მეც ხომ ძიებაში ვარ და ამასთანვე, სამომავლოდ ნებისმიერი გაუგებრობა რომ გამოვრიცხო ჩვენს შორის, – მზად ვარ მივაბარო მითოპოეტიკა, ფენომენოლოგია და გერმენევტიკაც წარსულს (იცინის)! ანუ, მეცნიერ-პოზიტივისტად ვიქცე ცოტა ხნით მაინც და აღვასრულო პატივცემული მოდერატორის სურვილი. ბოლო-ბოლო, სრულად ჩავჯდე შენს გემოვნებაში-რა და ჩემეული ხედვის გამართული, სწორად სტრუქტუირებული ვერსია შემოგთავაზო! პრინციპში, სხვა აბა რა გზაა, – რომ არა შენს a-la პოზიტივისტურ ჩარჩოებში მოვათავსო-თქო საკუთარი გონი და ამ ახალბედა დისციპლინის მკაცრ კანონიკაში ჯერ მოდერნის ეპოქის ორიგინალური სისტემატიზაცია მოვახდინო და შემდეგ კი, – საზოგადოებრივი მოწყობის კონცეპტუალურად ახალი წინადადება გამოვიტანო შენს ფაქიზს და რა თქმა უნდა, ჩვენი საზრის_მოკლებული საზოგადოების სამსჯავროზე …
  • კეთილი დავით; რა თქმა უნდა თუ გულწრფელობა და არა ჩვეული ირონია გალაპარაკბს. ამოწურულა უთანხმოება ჩვენს შორის და ეგღაა! ჰოდა მაშინ, სანამ შეუხვევდე მაგ მიმართულებით საბოლოოდ და საუბრის მეტი ინსტრუმენტალიზაციისთვის ასე ვთქვათ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ერთი ნიშანდობლილი მიმართვით მიგანიშნებ, თუ რაზე მინდა რომ გააკეთდეს აქცენტი გარდა დაანონსებულისა! ახლახანს, მან ევროპა მკაცრად გააკრიტიკა და „ღრმა მორალური სისუსტით შეპყრობილი” უწოდა. თან, აღნიშნა რომ ის კარგავს კონტროლს საკუთარ იდენტობაზე, ღირებულებებზე და ცივილიზაციის ბარბაროსობისგან დაცვის ვალდებულებაზე! შენ კი ადრე, კერძოდ IX_ა) ეპიზოდში – გერმანიის პირველი ფედერალური პრეზიდენტის, თეოდორ ჰოისი დაიმოწმე მსგავსის მტკიცებისას. ჰოისი ამბობდაო, – რომ ევროპა ეყრდნობა სამ ბორცვს და რომ დგას ის აკროპოლისზე, რომელმაც მას თავისუფლების, ფილოსოფიისა და დემოკრატიის ღირებულებები მისცა. კაპიტოლიუმზე, რომლის წყალობით რომაული კანონი და სოციალური სტრუქტურა გაგვაჩნია_ო და გოლგოთაზე, ანუ ქრისტიანობაზე. და რომ ევროკავშირის დამფუძნებელი მამები ღრმად ეთიკური და მორწმუნე ხალხი იყო და დღეს კი ევროპაში გაბატონებული დოქტრინის თანახმად, ამ მეტა_იდეალების დაცვისთვის იქნებ ციხეშიც აღმოჩნდეს წესიერი კაცი_ო! ჰოდა, უცებ აი ეს, ნეთანიაჰუს გზავნილი მომხდა თვალში და განა არ მჯეროდა შენი – როგორ გაკადრებდი ამას! უბრალოდ, დაადასტურა-თქო ციკლში დაფიქსირებული პოზიცია ერთ-ერთი წარჩინებული ქვეყნის ლიდერმაც და ეს მესიამოვნა. და ვგონებ მიმიხვდი ხომ, თუ რატომ მინდა რომ, ამ ტრაექტორიით გააგრძელო ჩაშლა თემის და მეტიც დავით, – თანამედროვე აქსესუარებზე ტყავის აძრობის პროცესი ისტორიის დინამიკაში აჩვენო მკითხველს მთელი სიმძაფრით და ონტოლოგიამდე ჩახვიდე თან! ანუ, სანამ ჩონჩხამდე არ მიხვალ-რა და ახლა კი, ცოტას დავეშვები მეგობარო, და ისევ მოდერატორის მოკრძალებული უფლებით და დამიწებული ფანტაზიით ვისარგებლებ, რომ შეგახსენო ყოველი შემთხვევისთვის! ეს, თუ არ გადაიფიქრე ისევ, – რომ შეგაჩერებინე თხრობა XVI-XVII საუკუნეების რელიგიურ ომებზე …
  • რა პრობლემაა ჯემალ; მოდი და ამჯერად სწორედ მაქიდან დავიწყებ ხისტი მონასმებით! მაგრამ, გული რომ არ გატკინო ჰე-მაგ შენს რეპლიკაზე, – აქსესუარებსა და ჩონჩხის თაობაზე and so on, ორიოდე სიტყვით გიპასუხებ მაინც. ისეა თუ ასე, – თუ არ გაგვაგაჩნია ღირებულებები, რომელთათვისაც მზად ვიქნებით სიკვდილისთვის, მაშინ ივანიშვილის მილიარდებიც კი ვერ დაგვეხმარება გარშემო გაჩაღებულ ბრძოლაში რესურსებისთვის. რადგან სიბარისტული, ტურიზმზე, გემბლინგზე, დუქანზე და მომხმარებლობაზე ორიენტირებული კულტურა განწირულია. და აი ამის ჩაშლა კი დეტალურად, – ფორმაციების გატყავება, ისტორიული რეტროსპექტივის შემდეგ იყოს. ნუ, სადღაც ახლოს, – შეპირებულ მანიფესტამდე (იღიმის), რათა შინაარსობრივი ერთობა არ დაირღვეს.
  • კი დავით და რაზეა საუბარი; საფეხურებს შორის ხომ ლოგიკური და ჰარმონიული ბმა უნდა იყოს. იმოქმედე როგორც ციკლის სტრუქტურასა და დრამატურგიისთვის უკეთესი იქნება და შეუდექი ისტორიის პლასტებში შენეულ, უმოწყალო ჭრას! მე აღარ შეგაწყვეტინებ მეგობარო, მაგრამ ერთი კი არის კიდევ სათქმელი ერთგვარ წანამძღვრად ვგონებ: მაგალითად ის, რომ წარმატებაში ეჭვი არ მეპარება შენი უცნაური და ცოტადენ უცხო მიდგომების მიუხედავად ქართული და ზოგადად, პოზიტივისტური სინამდვილისთვისაც. მერედა, კი არის სხვაგვარად დამკვიდრებული წესი პროვინციაში, ასევე კრიტიკოსებიც საკმაო რაოდენობით გამოგვიჩნდა ამასობაში და ა.შ., მაგრამ ოპტიმისტი ვარ და არც მე მიყვარს კლიშეები და არც ლოკალური დანიშნულების ტრაქტატად ვხედავ ამ ჩვენს საუბრებს. მერედა რატომ ვამარტივოთ ზედმეტად, – დეინტელექტუალიზაცია ისედაც არ აკლია ამ ჩვენს დიდ საზრისებს გამოცლილ, ფინაჩი ხელოსნების ხელში ჩავარდნილ სოციუმს, რომ ჩვენც შევუერთდეთ საერთო სამგლოვიარო ფერხულს! იმის თქმას ვცდილობ ახლა, რომ მახსენდება ხოლმე ასეთ დროს, პროფესორ სემუელ ლენგლის კრიტიკული გამოხტომები ძმებ რაიტების მიმართ. ის ამტკიცებდა რომ, ვიზიონერი რაიტები ვერსადაც ვერ გაფრინდებიან_ო, რადგან ტექნიკური საშუალებები არაა ჯერ მაგ დონეზე განვითარებული_ო. მაგრამ მოგეხსენება დავით, რომ ისტორიამ სხვაგვარად გადაწყვიტა და ფაქტია, არაერთხელ მომხდარა ასე და მოხდება სამომავლოდ! ჰმ, რამ გამახსენა ახლა და კი ვასწავლით, მაგრამ ანტონიო გრამშის არ იყოს, „ისტორია ასწავლის – მაგრამ მოსწავლეები ნაკლებად ჰყავსო“_ო! ჰმ, რაც ჩვენს შემთხვევაში არ დასტურდება, ანდა სულაც უნდა ვუარყოთ ეს მტკიცებულება საკუთარი ვიტალიზმითა, ან თუგინდ ინოვაციურობით და ა.შ., ხომ?
  • სამწუხაროდ ჯემალ, ამხანაგი გრამშის ცუდი გაკვეთილები უფრო აითვისა კაცობრიობამ, ვიდრე იმათი, ვინც მართლა გამოგვადგებოდა წინსვლისთვის ამ ჩვენს „საუბრებში“. თუმცა_ღა, ნუ ვიჩქარებთ და მის მოღვაწეობის შედეგებსაც უცილობლად განვიხილავ ქვემორე! სიტყვზე, სხვა იმ დანარჩენ შემაბრკოლებელ ფაქტორებთან ერთად, რომ აიძულებს ადამიანს ბიოლოგიის მარწუხებში არსებობას. ასე ვთქვათ, „პირმშოობის ერთ ჯამ შეჭამანდში გაცვალას“ და ესღაა, რომ ზედაპირზე ბევრი ჭუჭყი ამოვა ოღონდ! მაშ ასე, – ჯერ ერთი დავიწყებ იმის კონსტატაციით, რომ რომ ის ევროპა, რომელიც ჩვენ მოგვწონდა და მოგვწონს, მისტირის ნეთანიაჰუ და რომელსაც ჰოისიც აპოსტულირებდა ესოდენ პოეტურად, – სინამდვილეში შექმნა სტოიციზმმა! აი, ძვ. ბერძნულ-რომაული და შედარებით სეკულარულური სწავლება რომაა და არამც იუდეო-ქრისტიანულმა იდეამ მხოლოდ. ნუ, როგორც ამის წარმოჩენა სურს გარკვეულ, ნეოლიბერალურის ანტიპოდ წრეებს და ევროპის უკან, ობსკურანტიზმში დაბრუნებას უწყობს ხელს ამ ფორმით უნებლიეთ. საქმე იმაშია, რომ ახლა რასაც ვამბობ, – ანუ ეს სიმართლე, არც ერთ პოლუსს არ აწყობს და დასაშვებია ორივესთვის, უფრო როგორც ფოლკლორი და არა უალტერნატივო აკადემიური ვერსია! მოხდა კი მასე, – რადგან ე.წ. რელიგიური ომების პერიოდში, სახის შენარჩუნებისთვის და ა.შ., სტოიციზმი აწყობდა როგორც კათოლიკეებს ისე პროტესტანტებს. და წარმოიდგინე, – ისლამის მიმდევრებსაც ევროპული კულტურული კოდების მიღმა, – იმდენად უნივერსალურ სწავლებასთან გვქონდა და გვაქვს საქმე … 
  • დავით, გირჩევდი სტოას პრინციპებს და ისტორიას აღარ ჩაუღრმავდე აქ; რადგან დაინტერესებული მკითხველი თავადვე შეძლებს უპრობლებლოდ ამას, იმდენად კარგადაა წყაროები შემონახული და ქსელიც სავსეა საინტერესო ლექციებით ამ თემაზე. ჩვენ კი, ისევ გაგვეწელება ეპიზოდი და შეპირებული დასასრულის ნაცვლად მე-9 სიმფონიის დარი მანიფესტითურთ, მოგვიწევს ამ ძალზე საინტერესო სწავლების ნიუანსებში ჩაძირვა. მაგიტომაც, მოდი ახლა პირდაპირ იმ მომენტზე გადადი გთხოვ, რომლიდანაც იწყება კონკრეტულად ეს ე.წ., ევროპული ნეოსტოიციზმის პრინპიპების იმპლემენტაცია თანამედროვეობაში …
  • ჯემალ, მასეც ვაპირებდი თავდაპირველად და შეპირებისამებრ მაქსიმალურად მოკლე მიმოხილვით თან; აი მაგალითად, ევროპაში ამ სკოლის ხელახალ სულისჩამდგმელად ჰოლანდიელი იუსტას ლიპსი გვევლინება. რაც, ნამვდილად ნაკლებადაა ცნობილი ფართო მასისისთვის. შესაბამისად, მსოფლიოსთვის ეს გარდამტეხი მომენტი არაა ასახული პოპულარულ ლიტერატურაში და თუ როგორ შეძლო ეს ერთმა კაცმა 1000 წლის შემდეგ რომის დაცემიდან. ანუ, ლამის მივიწყებული სტოიციზმის რეინკარნაციის მოხდენა-თქო, ამას ნამდვილად ვერ ავუვლი გვერდს და კი მოვახსენებ მკითხველს დეტალურად: მან, ფაქტობრივად გაიმეორა სციპიონ აფრიკელის საქციელი, რომელმაც ქ. შ. II  საუკუნეში, საბერძნეთიდან ერთი ცნობილი სტოას მასწავლებელი, პანეციუსი ჩამოიყვანა და მიაბარა მას რომის რჩეული ახალგაზრდები. ბერძენ მასწავლებელს 10 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ აღეზარდა კარგ ცხოვრებაზე და მოდუნებას შეჩვეული თინეიჯერებისგან სტოას სკოლის ასკეტი, ბრძენი და მეომარი მიმდევრები. სწორედ ამ ჯგუფმა ჩაუყარა რომის წარმატებას საფუძველი! მათმა მიმდევრებმა კი, რომი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გამორჩეულ იმპერიად აქციეს. მოკლედ, ამ მოვლენის დარად, ჰოლანდიაშიც, სტოიკოსი იუსტას ლიპსის ირგვლივაც შეიქმნა ძალიან გავლენიანი ჰოლანდიელი სამხედროების, ფილოსოსფოსების და მხატვრების წრე. მაგალითად, – ლეგენდარული მორის ორანელი, ჰოლანდიელი მხედართმავარი, რომელმაც პირველი სამხედრო აკადემია შექმნა და აიძულა ოფიცრები განათლება მიეღოთ მაგ სკოლის გამორჩეული მიმდევარ გახლდა. წარმოიდგინე და, ჯარში ნიჩბებიც კი მან შემოიღო პირველმა, ასევე პროფესიულ საწყისებზე გადაიყვანა არმია. ანუ, უარი თქვა დაქირავებულებზე და რომაული რეკრუტირების სისტემა შემოიღო. ასე და ამგვარად პირველად მაშინდელ სამყაროში, ჯარი რომაული რესპუბლიკის იდეალებს დაუბრუნდა – მილიციის ყაიდაზე მოეწყო-თქო. ამასთან ერთად, მთელი მარალური კოდექსი შეიცვალა იქ, სტოას იდელების საფუძველზე …
  • ჩაგეჭრები შენი ნებართვით დავით; რადგან, ერთი სახასიათო ნიმუშით მინდა განვუმარტო მკითხველს, თუ რა გაქვს მხედველობაში, როდესაც მორალურ კოდექს და სტოას იდეალებს ახსენებ; ძვირფასო მკითხველო, რომაულ-სტოიკური იდეალი იყო მოქალაქე, ჯარისკაცი და მიწათმოქმედი ერთდროულად! რომელიც, მიწას საკუთარი ხელებით ამუშავებდა. By default, ჯარისკაცი იყო მამაცი და ძლიერი კაცი, რომელიც ემორჩილებოდა ბრძანებებს და საკუთარი სიცოცხლის გარისკვას არ ერიდებოდა რომის დიდებისთვის და ა შ. მაგალითისთვის, homo militaris-ის, ანუ მოქალაქის, ჯარისკაცისა და მიწათმოქმედის ფუნქციების განმასახიერებელ იდეალად ითვლებოდა ლუციუს ცინცინატუსი და რომაული ლეგენდის თანახმად, ცინცინატუსი საკუთარ ფერმას უვლიდა, როდესაც მასთან მაცნე მივიდა და აუწყა, რომ რომს მტერი დაესხა და იგი დიქტატორად აირჩიეს. თავდაპირველად წასვლა არ სურდა რადგან მოსავალს ელოდებოდა და გადაღლილი იყო ომებით. მაგრამ სენატი დაჟინებით სთხოვდა!
    მალევე, მან მტრული ტომები დაამარცხა და მიუხედავად იმისა, რომ დიქტატურის ვადის უმეტესი ნაწილი ჯერ წინ ჰქონდა და აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდა, ხელისუფლებაზე უარი თქვა და საკუთარ ფერმას დაუბრუნდა!
    ამგვარად, ჰოლანდიის რენესანსი სტოას აღორძინებამ განაპირობა-თქო და წარმოუდგენელი რამ მოხდა დღეის გადმოსახედიდან მაშინ, – პატარა ქვეყანა მთელ ევროპას ეომებოდა და მოუგო ყველას!..
  • კი ჯემალ და მაგიტომაცაა ზედგამოჭრილი ეს ქცევის მოდელი პატარა საქართველოსთვის; სწორედ ამ ბერძნულ-რომაული მორალის და სულისკვეთების აღორძინების შედეგად ამ ჩვენმა პატარა ევროპულმა რესპუბლიკამ ესპანეთის უზარმაზარ იმპერიას მოუგო! ამოსავლი პრინციპი კი ამ ტრასფორმაციის ბანალური სტოიკური პრინციპების ინდოქტრნაცია იყო ერში და ბერში, –  ადამიანური ამორფულია, მუქტთახორაა, ბრბო კი მეძავი ქალივითაა რომლის დისციპლინირება უნდა ხდებეოდეს და ა.შ. შემდეგ კი, ეს სწავლება დანარჩენ პროტესტან ქვეყნებზეც გავრცელდა. მაგალითად ლეგენდარული შვედი მეფის, გუსტავ 2 ადოლფის საყვარელ მწერლებად უკვე ქსენოფონტე და სენეკა გვევლინება და არა ლუთერი ან კალვინი და ა.შ.
  • მდაა, თურმე რას შობა სტოიციზმის გავლენა, ხომ?! მერედა, დიდი ინგლისელი რეფორმატორი, ოლივერ კრომველი არ დაგავიწდეს, – მან ხომ 22 ათასი კაცით დაამარცხა მეფე! მოკლედ, მორალი ყოველთვის დამოკიდებული იყო საზოგადოების იდეოლოგიაზე და ასეთ შემთხვევაში, მუდამ კარლ გუსტავ მანერჰეიმის ცნობილი სიტყვები მახსნდება, – რომ “სახელმწიფოს აშენებენ იდეალისტები და პატრიოტები. ჯერ არავის უნახავს ვაჭრების და კარიერისტების მიერ აშენებული ქვეყანა.“_ო!
  • პასუხად, მარტივ მაგალითს მოვიყვან, – ძვ. სამყაროში თუ თვლიდნენ რომ პროსტიტუცია სიამოვნებდა ღმერთებს, ესე იგი ტაძრის მეძავეები პატივში იყვნენ და ახლა, ამის ექსტრაპოლაცია სცადე! გაიხსენე, – თუ რა გააჩნია ე.წ. თანამედროვე ელიტას უმაღლეს ორიენტირად და თავში რა უდევთ ზოგადად, სწორედ ხომ ისეთი პერსონაჟები და ჩვევები ტივტივებს გარშემო …

გაგრძელება იქნება

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე


 [W1]

ბათუმში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა

0

ბათუმში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელიც ბაზრის მოთხოვნებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის ეფექტური კავშირის შექმნას, დასაქმების ხელშეწყობასა და კარიერული განვითარების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.

ფორუმის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ილია ვერძაძე, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშილი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ეკატერინე სურმავა, აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თეიმურაზ კახიძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

„ბათუმი ტრადიციულად მასპინძლობს დასაქმების ფორუმს, რომელიც აერთიანებს დასაქმების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მრავალ შესაძლებლობას. ეს არის უნიკალური პლატფორმა თითოეული მოქალაქისთვის, მიიღოს ახალი ინფორმაცია, გაეცნოს გადამზადების პროგრამებს, გაიღრმაოს პროფესიული უნარ-ჩვევები და აიმაღლოს კვალიფიკაცია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფორუმი მათ აძლევს რეალურ შესაძლებლობას, დასაქმდნენ და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინონ“, – აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

ფორუმში 80-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა და სამუშაოს მაძიებლებს 300-ზე მეტი ვაკანსია და 2000-მდე სამუშაო ადგილი შესთავაზა. ღონისძიება მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა, პირისპირ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გაცნობოდნენ კარიერულ შესაძლებლობებს და მიეღოთ ინფორმაცია პროფესიული განვითარების შესახებ.

ღონისძიება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენცია ექთნების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში

0

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე „ექთნებისა და მეანი ექთნების საერთაშორისო კვირეულის“ ფარგლებში გამართულ რეგიონულ კონფერენციას დაესწრო და ღვაწლმოსილი ექთანების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

„მადლობა თითოეულ ექთანს პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმისთვის. განსაკუთრებული მადლობა კი ღვაწლმოსილ ექთნებს, რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში ღირსეულად ატარეს პროფესიის სიყვარული. მათი მრავალწლიანი, უწყვეტი ზრუნვა ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია,“- აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.


ექთნებს პროფესიული დღე მიულოცეს და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ილია ვერძაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ, სოფიო ბაკურიძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ნატროშვილმა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა.

კონფერენციის ფარგლებში მადლობის სიგელი და უწყვეტი პროფესიული განათლების 30 კრედიტის დაფინანსების ულიმიტო პაკეტი გადაეცა რეგიონის 32 ღვაწლმოსილ ექთანს. 

კონფერენცია თემაზე – ,,პროფესიული აღიარებისა და განვითარების ეროვნული პლატფორმა“ ეფუძნებოდა საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების რეკომენდაციებს და მიზნად ისახავდა რეგიონულ და ეროვნულ დონეზე საექთნო და სამეანო პროფესიის განვითარების მხარდაჭერას და ადამიანური რესურსების გაძლიერებას. ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა „ექთანთა გაერთიანება“, ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი – „ავიცენა“  და ბათუმის სამედიცინო აკადემია.

ნინო ნიჟარაძემ ჟენევაში ტყვიით მოწამვლის პრევენციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება წარადგინა 

0

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში გამართული საერთაშორისო ღონისძიებაში – „მტკიცებულებიდან მოქმედებამდე: ტყვიით მოწამვლის პრევენცია სიცოცხლის გადასარჩენად“, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე, რომელსაც ერთობლივად მასპინძლობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია – World Health Organization, ორგანიზაცია სიცოცხლის გადასარჩენად – Resolve to Save Lives და ბლუმბერგის საქველმოქმედო ორგანიზაცია – Bloomberg Philanthropies, დისკუსია დაეთმო ტყვიით მოწამვლის პრევენციის მიმართულებით გლობალურ გამოწვევებს, ჯანდაცვის პოლიტიკას და ქვეყნებში განხორციელებულ წარმატებულ პრაქტიკებს.

ნინო ნიჟარაძემ საერთაშორისო აუდიტორიას ტყვიის ზემოქმედების შემცირების მიმართულებით სწორედ საქართველოსა და აჭარის გამოცდილება გაუზიარა და ყურადღება გაამახვილა ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, მათ შორის სანელებლებში ტყვიის შემცველობის შემცირების კამპანიებზე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე, მწარმოებლებისთვის მიზნობრივი ინფორმაციის მიწოდებასა და გარემოსდაცვითი რისკების შეფასებაზე.

„საქართველოს წარმატება ტყვიის ზემოქმედების შემცირების მიმართულებით განპირობებულია სახელმწიფოს კოორდინირებული და მრავალსექტორული მიდგომით. ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგულაციების გამკაცრებამ ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა საღებავები, სათამაშოები და სანელებლები. მეორეს მხრივ, ჯანდაცვის სისტემაში ინტეგრირებულმა სკრინინგისა და ადრეული გამოვლენის პროგრამებმა, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსულებისთვის, ხელი შეუწყო რისკების დროულ მართვას. ასევე, ქვეყანამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა თანამედროვე ლაბორატორიულ და მონიტორინგის სისტემებში, რამაც შესაძლებელი გახადა ტყვიის ზემოქმედების უფრო ზუსტი შეფასება. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაც. მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ ძლიერი პოლიტიკური ნება და ინტეგრირებული მიდგომა რეალურ გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე“ – აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

პანელურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, ჯანდაცვის სფეროს ლიდერები და საერთაშორისო ექსპერტები.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტყვიით მოწამვლის პრევენციის შესახებ მომავალი ტექნიკური პაკეტი, ხოლო დისკუსიის ფარგლებში ასევე განიხილეს სისხლში ტყვიის დონის მონიტორინგის სისტემების გაძლიერება, ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარება და პრევენციული ღონისძიებების გაფართოების სამომავლო გეგმები.

 აჭარაში 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება 

0

 აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ, ქალაქ ბათუმში მცხოვრებ ქეთევან ლორიას 103 წლის იუბილე მიულოცა და სამინისტროს პროგრამის – 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების ფარგლებში 5 000 ლარი გადასცა.

უხუცეს ქალბატონს იუბილე მიულოცეს ასევე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თათია გორგილაძემ და ვეტერანთა სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსმა, შოთა ყიფიანმა.

ამჟამად, აჭარაში 100 წელს გადაცილებული 25 მოქალაქე ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე უხუცესი 111 წლის ნაქიფე დავითაძეა.

EDITOR PICKS