ანბანის კოშკის მოსალოდნელი გასხვისების თემაზე ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა კომენტარი გააკეთა, მისი განმარტებით, ობიექტით თავად ესპანური კომპანია დაინტერესდა. როგორც ერმაკოვმა განაცხადა, ესპანელი ინვესტორები გასართობი ობიექტის გახსნაზე საუბრობდნენ, თუმცა შენობის დატვირთვის მიზანშეწონილობა ჯერ კიდევ შესასწავლია. ქალაქის მერი საკრებულოს დეპუტატების პრეტენზიას, თითქოს მერია საკრებულოს გვერდის ავლით აპირებს საკითხის გადაწყვეტას არასწორად მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი უწყება ესპანურ კომპანიასთან მხოლოდ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ბათუმის მერი ანბანის კოშკის თემას გამოეხმაურა