მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი ადვოკატი ლელა ბჟალავა: – „დაზარალებული კარგად იცნობდა დანაშაულში ეჭვმიტანილს და დანაშაულის დაფარვაში...

ადვოკატი ლელა ბჟალავა: – „დაზარალებული კარგად იცნობდა დანაშაულში ეჭვმიტანილს და დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდა?!.“

360
0

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ თანამშრომლის ნინო ინაიშვილის მიერ განხორციელებული ფარული ჩანაწერის თემას, რომელშიც ქობულეთის პოლიციის უფროსი, ადვოკატი და ტელევიზიის ავტომანქანის გატაცებაში ეჭვმიტანილის ახლობელი ფიგურირებს, ადვოკატი ლელა ბჟალავა ეხმაურება და ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიით გასული მისი კომენტარი საკითხის შეუსწავლელად გაკეთდა, მას დაუსვეს კითხვა მისთვის უცნობ თემაზე და პასუხიც შესაბამისი იყო. ვითარებაში გარკვევის შემდეგ ლელა ბჟალავა მორიგ კომენტარს აკეთებს: – „აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შსს გენ.ინსპექციამ პოლიციის უფროსის ბრალეულობა თუ გამორიცხა, მით უმეტეს ადვოკატის დანაშაული არ გამოიკვეთება, რადგან ადვოკატი იცავდა თავისი კლიენტის ინტერესებს, ადვოკატი როცა იაცავს პირს, ის მუშაობს ვერსიებზე, რომ გაამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ადვოკატი დამნაშავედ ჩაითვლება თუ ჟურნალისტი იქნებოდა მისი დაცვის ქვეშ და აიძულებდა რაიმე საწიინააღმდეგოს. ადვოკატის მოვალეობაა ყველა კანონიერი მეთოდით დაიცვას კლიენტის ინტერესები, ოღონდ თავის დაცვის ქვეშ მყოფს არ უნდა უბიძგოს დანაშაულის დაფარვისაკენ ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების  ჩადენისაკენ – აღნიშნავს ბჟალავა და ნინო ინაიშვილის მიერ ეჭვმიტანილის ახლობლებთან გაგზავნილ გასაჯაროებულ სმს-შეტყობინებებზეც ამახვილებს ყურადღებას: – „ძალიან ცუდი ფაქტია ის, რომ ჟურნალისტს ფაქტის მომენტიდან ჰქონია სმს მიმოწერა სავარაუდო დამნაშავის ახლობლებთან, რომელიც გასაჯაროვდა. იბადება კიტხვა: – ესე იგი დაზარალებული კარგად იცნობდა დანაშაულში ეჭვმიტანილს და დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდა. ყველა დეტალი და ფაქტი შესასწავლია და ასევე ჟურნალისტზე ზეწოლაც დაუშვებლად მიმაჩნია. გამოძიებამ უნდა შეისწავლოს ყველა დეტალი და თუ გამოიკვეთება დანაშაული, პასუხისგებაში მიეცეს დამნაშავეები… თუ რაიმე სახის ზეწოლა დადასტურდა, კანონის ფარგლებში გამოძიებამ დროულად უნდა გამოააშკარაოს დანაშაულის ნიშნები და დაისაჯოს მოძალადეები…