მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აზერბაიჯანი – მეგობარი, სანდო პარტნიორი, მშვიდი მეზობელი და კეთილი მასპინძელი…

აზერბაიჯანი – მეგობარი, სანდო პარტნიორი, მშვიდი მეზობელი და კეთილი მასპინძელი…

518
0

როცა დრო მუშაობს შენზე…

აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ხასიათდება მისი მდებარეობითვე მნიშვნელოვან გეოგრაფიულ სივრცეში. აზერბაიჯანი კასპიისაა და შავი ზღვის ზონაში, ასევე სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებისა და განვითარების პროექტების ეპიცენტრში იმყოფება.   აზერბაიჯანმა, ნავთობისა და გაზის რესურსების გამოყენების სწორი სტრატეგიის დადგენის გზით, შეაფასა რა ენერგორესურსებზე მუდმივად მზარდი მსოფლიო მოთხოვნა – საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე შეიქმნა სანდო პარტნიორის იმიჯი, ხოლო ეროვნული ეკონომიკის გაძლიერებამ და მისმა ფინანსურმა დივიდენდებმა, ქვეყნის საერთაშორისო მნიშვნელობა ერთი-ორად გაზარდა.

კასპიის ზღვის რეგიონში მსოფლიო ენერგიის ალტერნატიულ წყაროდ მიჩნეული ნავთობისა და გაზის წარმოების ერთ-ერთი მთავარი რისკი მოპოვებული პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე უსაფრთხო და თავისუფალ მარშრუტირებასთანაა დაკავშირებული. ამ თვალსაზრისით, აზერბაიჯანი ყველაზე ხელსაყრელ მდგომარეობაშია არა მხოლოდ საკუთარი, არამედ პარტნიორი ქვეყნების მიერ წარმოებული ნავთობისა და გაზის პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტის, ასევე საექსპორტო მარშრუტის დივერსიფიკაციის თვალსაზრისით.

კასპიის გაზის ექსპორტმა ალტერნატიული მარშრუტებით ევროპის ქვეყნებში სერიოზულად შეამცირა ლოჯისტიკური რისკები არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არამედ კასპიის ზღვის ყველა ქვეყნისთვის და ასევე გაზარდა ეკონომიკური სტაბილურობა. გარდა ამისა, სამხრეთ გაზის დერეფნისა და „შაჰ-დენიზ 2“-ის პროექტების განხორციელებით, აზერბაიჯანული გაზის ევროპულ ბაზრებზე ექსპორტმა საიმედოობა გააძლიერა.

ევროპისათვის საწვავის მიწოდებით აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სტაბილიზაციაში.   დასავლეთსა და რუსეთს შორის გეოპოლიტიკურმა დაპირისპირებამ, ენერგორესურსების გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაქცევამ, ასევე აზერბაიჯანიდან ევროპისთვის ენერგორესურსების უწყვეტმა მიწოდებამ გაზარდა დასავლეთის კონკურენტუნარიანობა.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის ირგვლივ იდგნენ ირანი და რუსეთი, ოფიციალური ბაქო ყოველთვის ასრულებდა ენერგეტიკულ ვალდებულებებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 100 წლის შემდეგაც კი, ოფიციალური ბაქო მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება. ამ თვალსაზრისით, შემთხვევითი არ არის ევროკომისიის მიერ აზერბაიჯანის სანდო პარტნიორად, ხოლო ევროკავშირის ენერგეტიკის კომისიის მიერ „პან-ევროპული გაზის მიმწოდებლად“ გამოცხადება.

2022 წლის ივლისში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლეენის მონაწილეობით, აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ენერგეტიკულ სექტორში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. დეკემბერში ბუქარესტში ხელი მოეწერა „შეთანხმებას აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მწვანე ენერგიის განვითარებისა და მისი ტრანსპორტირების სფეროში“. 2022 წლის ოქტომბერში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა „საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის“ გახსნის ღონისძიება. 2023 წლის 25 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბულგარეთში საქმიანი ვიზიტის დროს, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს კომპანიებს “Bulgartransgaz” (ბულგარეთი), “Transgaz” (რუმინეთი) “FGSZ” (უნგრეთი) “EUstream” (სლოვაკეთი) და „სოკარი“ (აზერბაიჯანი) თანამშრომლობის ხელშეწყობის შესახებ. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს 4 სისტემის გადამცემ ოპერატორს აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის მიწოდებისთვის. ამასთან, აზერბაიჯანი აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო დერეფნების ცენტრალურ სახელმწიფოდ ითვლება. მისი მდებარეობა სავაჭრო და ენერგეტიკული გზების გზაჯვარედინზე განვითარებული ინფრასტრუქტურით აზერბაიჯანს აქცევს ჰაბად. აზერბაიჯანი, როგორც უძველესი აბრეშუმის გზის აღდგენის მნიშვნელოვანი ჯაჭვი, არის „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის, „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ და „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების ინიციატორი.

სანქციების გამოყენება ცენტრალური აზიის მარშრუტებზე ირანისა და რუსეთის გავლით, ასევე აღმოსავლეთის მარშრუტის გავლა დასავლეთის კონკურენტის – ჩინეთის ტერიტორიაზე და სამხრეთის მარშრუტი არასტაბილური ავღანეთის გავლით, აზერბაიჯანს ერთად ერთ უსაფრთხო გზად აქცევს ცენტრალურ აზიაში. დასავლეთსა და რუსეთს შორის გეოპოლიტიკური დაპირისპირების და ამ უკანასკნელის მიერ სანქციების გამოყენების ფონზე ჩრდილოეთის მარშრუტის აქტუალობის დაკარგვა, ზრდის „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას აზერბაიჯანის გავლით. შუა დერეფანი უკვე ფუნქციონირებს ყაზახეთ-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მიერ ჩამოყალიბებული “ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის” დახმარებით.

ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ზრდის აზერბაიჯანის გლობალურ და რეგიონულ გეოპოლიტიკურ წონას, არის ის, რომ მას აქვს თვითკმარი ეკონომიკა, მატერიალური და ადამიანური რესურსები, სამოქალაქო ერთიანობა, მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა, ძლიერი უსაფრთხოების სისტემა, რომლის საფუძველზე ის ატარებს დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

დაბალანსებული გეოპოლიტიკა, პრაგმატული საგარეო კურსი, წარმატებული ნავთობის სტრატეგია, ტრანსნაციონალური ენერგეტიკული და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო პოლიტიკა, რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც აზერბაიჯანმა აჩვენა რეგიონსა და მსოფლიოში, ასევე პარტნიორობამ ევროკავშირთან, ნატოსთან, ეუთო-სთან, დსთ-სთან, აქტიურმა მონაწილეობამ სხვადასხვა მოძრაობაში, საერთაშორისო კონვენციებთან შეერთებამ და საერთაშორისო სამყაროს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებამ დადებითი გავლენა მოახდინა ქვეყნის გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო-გეოსტრატეგიულ ურთიერთობებზე გარე სამყაროსთან.

ამჟამად, აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები და თანამშრომლობის ფორმატები, რომლებიც ემსახურება რეგიონულ ინტეგრაციას, მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფაში. უდავოა, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა განსაკუთრებულ როლს თამაშობს აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური შესაძლებლობების გაზრდაში რეგიონულ და გლობალურ დონეზე.

აზერბაიჯანის სტრატეგიული ნაბიჯები დიპლომატიურ დონეზე ქმნის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ახალ გარემოს რეგიონში. იცვლება სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური არქიტექტურა, რეგიონში, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტის ადგილი და სადაც სუფევდა დაძაბულობა, ჩნდება თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები. ეს არის მომგებიანი და პერსპექტიული რეგიონის ყველა სახელმწიფოსთვის. ამავდროულად, ყურადღება გამახვილებულია სამხრეთ კავკასიის მიმართ ნდობის განმტკიცებაზე – აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე, მოლაპარაკებები მიდის, კონტაქტები გრძელდება. ევროკავშირი აზერბაიჯანის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. აზერბაიჯანის საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 50 პროცენტი სწორედ ევროკავშირზე მოდის.

აზერბაიჯანი, როგორც მულტიკულტურალიზმის ცენტრი

მულტიკულტურალიზმი და ტოლერანტობა ისტორიულად აზერბაიჯანელებისთვის ცხოვრების წესი იყო და დღეს ისინი აზერბაიჯანის სახელმწიფოს ყველა მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებად იქცა, განურჩევლად მისი ეროვნებისა, ენისა და რელიგიისა. აზერბაიჯანი მთელ მსოფლიოში ცნობილია და მიღებული, როგორც მულტიკულტურალიზმის ცენტრი, სადაც მეჩეთები, ეკლესიები და სინაგოგები გვერდიგვერდ ფუნქციონირებენ ყოველგვარი შურის და შეშფოთების გარეშე და სადაც უამრავი ეროვნული და ეთნიკური უმცირესობა ცხოვრობს სიმშვიდეში.

2011 წლიდან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პირადი ინიციატივით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ბაქოში იმართება კულტურათაშორისი დიალოგის მსოფლიო ფორუმი. ეს ფორუმები ტარდება UNESCO-სთან, გაეროს ცივილიზაციათა ალიანსთან, ევროპის საბჭოსთან, ევროპის საბჭოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრთან, ISESCO-სთან და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან პარტნიორობით. ჰეიდარ ალიევის ფონდის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები პარიზში, მოსკოვში, ბერლინში, რომსა და ვატიკანში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის მულტიკულტურალიზმის მოდელის პოპულარიზაციაში.

არა მხოლოდ ციფრები… 

გაერო მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ მოხსენებაში, 2026 წლისთვის პროგნოზირებს, რომ გლობალური მშპ-ს ზრდა 2024 წელს 2,5 პროცენტამდე შენელდება, შენარჩუნდება განვითარებადი ეკონომიკის ნელი ზრდის ტენდენციები, განსაკუთრებული ბრძოლა კი იქნება პანდემიის, მაღალი ვალისა და ინვესტიციათა უკმარისობით გამოწვეული ზარალის გამოსწორებაზე. ეკონომიკური ზრდის შესუსტებას ვარაუდობენ აშშ-ში, ჩინეთში, იაპონიასა და ევროპაში. თუმცა, აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, გლობალური რეცესიის მიუხედავად, აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტი 2024 წელს 2,6 პროცენტამდე, ხოლო 2025 წელს 2,8 პროცენტამდე გაიზრდება. საშუალო წლიური ინფლაცია კი 2023 წელს 9,5 პროცენტიდან 2024 წელს – 5,9 პროცენტამდე, ხოლო 2025 წელს – 3,9 პროცენტამდე შემცირდება. მსოფლიო ბანკი ასევე პროგნოზირებს, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდა 2024 და 2025 წლებში გაიზრდება.

მიუხედავად ბოლოდროინდელი გლობალური პანდემიისა, მაკროეკონომიკური არასტაბილურობისა და ომებისა, მათ შორის ყარაბაღის მეორე ომის ჩათვლით, აზერბაიჯანმა ეს კრიზისები მინიმალური ეკონომიკური ზიანით გადაიტანა. ბოლო წლებში მშპ-ს ზრდა განპირობებული იყო არა ნავთობის სექტორის განვითარებით, ასევე, მშპ-ში არასანავთობო სექტორის წილი 2011 წლის 48,8 პროცენტიდან 2023 წელს 66 პროცენტამდე გაიზარდა.

ბოლო დროს აზერბაიჯანში შეიქმნა თავისუფალი ეკონომიკური ზონები და ტექნოლოგიური პარკები, საგადასახადო კანონმდებლობაში შემსუბუქდა, რათა შეიქმნას ფართო შესაძლებლობები სამეწარმეო საქმიანობისთვის. სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა აზერბაიჯანის საგარეო სახელმწიფო ვალის შემცირების მიმართულებით. შედეგად, საგარეო ვალი ამჟამად მშპ-ს 10 პროცენტზე ნაკლებს შეადგენს, 2024 წლისთვის ამ მაჩვენებლის 7 პროცენტამდე შემცირება იგეგმება.     აზერბაიჯანში თანმიმდევრულად იზრდება მინიმალური ხელფასი, პენსიები და სოციალური შეღავათები; მიღებულია რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც მოიცავს ზოგად სოციალურ-ეკონომიკურ და გარემოსდაცვით სფეროებს. მიუხედავად საკმარისი ფინანსური რეზერვებისა, აზერბაიჯანი ატარებს რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკას სახელმწიფო ხარჯებთან დაკავშირებით. ეს პოლიტიკა, ერთის მხრივ, ემსახურება ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას, მეორე მხრივ, ქმნის პირობებს ფინანსური სტაბილურობისა და აზერბაიჯანის კრიზისებისგან დაცვისთვის.

გასული პერიოდის განმავლობაში, 30-ზე მეტი სამთავრობო პროგრამა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც მოიცავს აზერბაიჯანის სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით სფეროებს, ინტეგრირებულია გაეროს მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებში.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი მდიდარია ენერგორესურსებით და ცნობილია, როგორც მსოფლიო ენერგორესურსების ექსპორტიორი, ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას. ამ სფეროს შემდგომი განვითარების მიზნით მიღებულია შესაბამისი კანონები და რეგულაციები, რომლებიც მიზნად ისახავს საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარემოს გაუმჯობესებას. განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის სფეროში, კასპიის ზღვაში უზარმაზარი პოტენციალია (157 ათასი მეგავატი) და მუშავდება გეგმები ამ პოტენციალის გამოსაყენებლად. გარდა ამისა, კასპია-ევროპის კავშირის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტის ფარგლებში, კასპიის ზღვაში და მის გარშემო არსებული განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია – საქართველოს, იქიდან კი შავი ზღვის გავლით /წყალქვეშა კაბელით/ რუმინეთს, უნგრეთს და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს მიეწოდება. სწორედ ეს ქვეყნები აქცევენ აზერბაიჯანს მწვანე ენერგიის მიმწოდებელად ევროპაში.

ამავდროულად, წელს აზერბაიჯანი გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის – COP29 მხარეთა კონფერენციის 29-ე სესიას უმასპინძლებს. ეს არა მხოლოდ მიიპყრობს მსოფლიო საზოგადოების ყურადღებას, არამედ აზერბაიჯანს მიანიჭებს ახალ სტატუსს, როგორც საკვანძო მოთამაშეს საერთაშორისო კლიმატის თანამშრომლობაში. მსოფლიო საზოგადოების ნდობის და საერთაშორისო დონეზე აზერბაიჯანის ამჟამინდელი წარმატების ერთ-ერთი პირველი მაჩვენებელი სწორედ ისაა, რომ სომხეთმა და ბულგარეთმა აზერბაიჯანის სასარგებლოდ კანდიდატურები მოხსნეს.