ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს აღკვეთი ღონისძიებისსახით პატიმრობა შეუფარდეს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადეს.
დაკავებულებიდან ერთ–ერთს, ბაჩუკი ლატარიას გამოძიება განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარებასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენას ედავება.
ადვოკატები აცხადებენ, რომ სახელმწიფო ბრალდებას არანაირი მტკიცებულება არ აქვს, რომდაკავებულებს ბრალი წაუყენოს, მათ შორის არ არის ამოღებული დანაშაულის ჩადენისიარაღი.
პროკურორის განცხადებით, მტკიცებულებებს შორის აქვთ ვიდეოჩანაწერები, ჩვენებები დაფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები.
შეგახსენებთ, რომ ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს მოკლეს.
მის საქმეზე 3 პირია დაკავებული.