მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ანგარიშს აბარებს გამგებელი

ანგარიშს აბარებს გამგებელი

302
0

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე რაიონის მოსახლეობას 9 თვის ანგარიშს წარუდგენს. გამგებელი საკრებულოს თავმჯდომარესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად 9 თვის განმავლობაში განხორციელებულ არაერთ ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ პროექტებზე ისაუბრებს. ადგილობრივებს გააცნობს სამომავლო გეგმებს. ანგარიშის მოსმენის შემდეგ ს შეხვერდა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
შეხვედრები 7 ოქტომბრიდან დაიწყება და ორი კვირის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ყველა თემს მოიცავს. მასში მონაწილეობას რესურსცენტრის, კულტურის ცენტრის, შუახევის საკონსულტაციო საინფორმაციო სამსახურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს ხელმძღვანელებიც მიიღებენ და მოსახლეობას გაცნობენ მათ სფეროში არსებულ სიახლეებს, სამომავლო გეგმებს. შეხვედრების მიზანია მოსახლეობის ინფორმირება, მათი პრობლემების,ამოცანების უკეთ გააზრება, 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ძირითადი პროგრამების განსაზღვრა და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება, ადგილობრივი თვითმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა .