მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ანდრია ჯაღმაიძე – ხაშურში, დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულში ნაწილობრივ მედიას ადანაშაულებს

ანდრია ჯაღმაიძე – ხაშურში, დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულში ნაწილობრივ მედიას ადანაშაულებს

664
0

ხაშურში, გუშინ დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულს, რა დროსაც დედაოზეიძალადეს, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე , ფეისბუქ პოსტით  გამოეხმაურა.

,,აჭარა პსპოსტს უცვლელად გთავაზობთ:

ის, რაც დღეს ხაშურში, ცხრამუხის მონასტერში მოხდა, ეკლესიის ისტორიის ყველაზემძიმე მოგონებებს აცოცხლებს.
გარდა ეროვნული ტრაგედიისა, რთულია რაიმე სახელი შეურჩიოთ ამ გაუგონარფაქტს, რომლის მსგავსი მხოლოდ ქვეყნის სრულად განადგურების მოსურნე მტრის შემოსევების დროს თუ მომხდარა საქართველოში და ისიც ყოველთვის არა.
როგორ მივედით აქამდე?!
ყოველგვარ ქმედებას წინ აუცილებლად უძღვის მოტივაცია, საკრალურის შეურაცხყოფას კიდამახინჯებული იდეოლოგია, რომელიც დესაკრალიზაციის გზითხსნის ყველა ბარიერს და პროფანაციას ეწევა იმისა, რაც მასაზრდოებელი უნდა იყოსადამიანთა სულიერი ცხოვრებისა.
გამალებული  და ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთსაშუალების (,,მთავარი არხი“, ,,ტვ პირველი“, ,,ფორმულა“), „თეოლოგისთუექსპერტისმხრიდან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა, მისი ეკონომიური აღმასვლა და პოლიტიკური გამარჯვებები მართლმადიდებლურიეკლესიის სრული რეორგანიზაციით ან, საერთოდ, დაშლით უნდა მოხდეს, მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს.
ადრეც განვაცხადეთ, რომ 2021 წელს მარტვილის რეზიდენციაში შეჭრა შესაძლოა, „რეპეტიციადქცეულიყო შემდგომი მოვლენებისა. გავიხსენოთ მედიის ცილისმწამებლური კამპანია ბოდბის დედათა მონასტრის დედებისადმი, როდესაცმათ არც მეტი, არც ნაკლები, მოსახლეობის მკვლელობის ორგანიზებაში დასდობრალიმთავარმა არხმა“ (ბოდიში არავის მოუხდია დღემდე). რა ხდება ამყველაფრის შემყურე ავაზაკის გონებაში, რომელსაც ხალხის არ რცხვენია? თუხედავს, რომ დასაშვებია ეკლესიის გამუდმებული დადანაშაულება ოკუპანტიქვეყნის პოლიტიკის გატარებაში, თუ ხედავს, რომ დასაშვებია, სვეტიცხოვლის ეზოში სვეტიცხოვლობა დღეს სასულიერო პირებსბანდიტებიუწოდოს (,,ტვ პირველი“) ჟურნალისტმა, თუ დასაშვებია მსახურებების ჩაშლა (,,მთავარი არხისჟურნალისტის მიერ მარტვილის ტაძარში) და პატრიარქის ქვეყნის მტრად გამოცხადება, რაღარჩება იქიდან, რისი დაშვებაც შესაძლებელია იმ ავაზაკი ადამიანის გონებაში, რომელსაც ღმერთის არ ეშინია?! – ის, რაც მოხდა დღეს ხაშურის დედათამონასტერში.
საქართველოში ქრისტიანული ეკლესიის დაკნინების მცდელობებს უკავშირდება ოჯახური ტრადიციების ნგრევაც, რაც  ოჯახური კონფლიქტების სიხშირით ვლინდება. ერთიერთი ასეთი შემთხვევა გუშინ მომხდარი ოჯახური ტრაგედიაცაა, ქალზე ძალადობის საშინელი ფაქტით.
საზოგადოების კრიზისი და ტრაგედიასწორედ ასეთი შეიძლება იყოს აღქმა მონასტერში ასაკოვან მონაზონზე განხორციელებული ძალადობისა არა მომხდურიმტრის, არამედ საკუთარი თანამოქალაქის მხრიდან. საჭიროა, ეს ტრაგედიები თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც საკუთარი ოჯახის ტრაგედია, ისე მივიღოთ, თითქოს ჩვენს სახლში, ჩვენს ოჯახის წევრს მიაყენეს ენით გამოუთქმელი ტკივილიდა გავიაზროთ ერთი რამ: თუ საზოგადოებაში ვთესავთ ღვარძლს, მისი ნაყოფიაუცილებლად ჩვენამდეც მოაღწევს და, სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე შედეგებით.
.. ჩვენ თვალწინ მზადდება ის სურათი, რაც ხდებოდა ეკლესიის დევნის უმკაცრესეტაპებზე. დიოკლეტიანეს დევნაც მოტივირებული იყო სწორედ იმ მოსაზრებით, რომ ქრისტიანები იყვნენ მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი რომის იმპერიის ეკონომიური თუ პოლიტიკური გამარჯვებებისა.” წერს ჯაღმაიძე.