როგორც მოსალოდნელი იყო, აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიას ამიერიდან ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ თხილაიშვილი უხელმძღვანელებს. ის გუშინდელ სხდომაზე 15 – დან 13 ხმით აირჩიეს. ანზორ თხილაიშვილის კანდიდატურა თანაგუნდელმა დავით ბაციკაძემ გააპროტესტა და მან ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ბაციკაძის აზრით, აღნიშნულ თანამდებობაზე ისევ ალექსანდრე ჩიტიშვილის კანდიდატურა უნდა განხილულიყო.
საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ანზორ თხილაიშვილის არჩევას დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე დადებითად აფასებს, მისი განცხადებით ბაციკაძემ წინააღმდეგობა იმიტომ გასწია, რომ თუ ჩიტიშვილი ამ თანამდებობაზე დაბრუნდებოდა, მასაც ვიცე-სპიკერად დაბრუნების შანსი მიეცემოდა.
აგრარული და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა, რომელსაც ანზორ თხილაიშვილი იკავებდა, ვაკანტურია.