მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის წინააღმდეგ

ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის წინააღმდეგ

3342
0
16716200_1444023198976439_4238524277990340272_oსაქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე პაატა შავაძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს კახა ბუხრაძეს თანამშრომლებისადმი უდიერ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს, მისი განცხადებით, აჭარის საპატრულო პოლიციაში დასაქმებული ადგილობრივები ხელმძღვანელების მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, მათი უფლებების მიზანმიმართულ შეზღუდვებზე საუბრობენ.
 – „ბოლო დღეებში შემხვდა საპატრულო პოლიციის ათამდე თანამშრომელი, რომლებიც მიუთითებენ რამდენიმე ისეთ გარემოებაზე, რაზეც, ვფიქრობ შსს-ს შესაბამისმა სამსახურებმა დროული და სამართლიანი რეაგირება უნდა მოახდინონ. კერძოდ: – რამდენიმე დღის წინ აჭარის საპატრულო პოლიციაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე გორიდან გადმოიყვანეს 10-ზე მეტი პირი, რომელთა დანიშვნის მიზნით აჭარაში დასაქმებული არაადგილობრივები სხვა რეგიონებში გადაიყვანეს, ხოლო ადგილობრივი კადრები ან გაუშვეს სამსახურებიდან, ან დააქვეითეს. ბუნებრივია ეს ამბავი რეგიონული (საცხოვრებელი ადგილი) ნიშნით დისკრიმინაციის გარკვეულ ნიშნებს შეიცავს – ამბობს პაატა შავაძე და პატრულის ახალ ხელმძღვანელს ასე აფრთხილებს:
– „მკაცრად გაფრთხილდეს აჭარის საპატრულო პოლიციის ახალი ხელმძღვანელი კახა ბუხრაძე! თუ კი ეს ყველაფერი, რაც ამ საღამოს შევიტყვე მართალია და ის და მისი გუნდი მართლაც ავიწროებენ ადგილობრივ კადრებს, იცოდნენ, ძალიან ცუდად დაიმთავრებენ, თან ისე ცუდად, ისე ცუდად, რომ უსამა ბინლადენსაც რომ არ დაუმთავრებია თავისი ავტორიტარული მმართველობა! აჭარა საქართველოს ძირძველი კუთხეა და აქ ქართველობას და სინდის–ნამუსს ნურავინ გვასწავლის! ადგილობრივი კადრების დაბეჩავებისა და მასხარად აგდების უფლებას არავის მივცემთ! აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ არაადგილობრივი ხელმძღვანელი პირები: კუპატაძე, მამულაშვილი… სხვები, მაგრამ არასდროს მათ ასეთი რამ არ უკადრიათ და ადგილობრივ მოსახლეობაში მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეს თესდნენ! თუკი არ გაითავისებთ რეგიონის სპეციფიკასა და ადგილობრივი მოსახლეობის კანონიერ ინტერესებს, იცოდეთ, რომ ეს თქვენი უგუნური საქციელი დამოკლეს მახვილივით უკან დაგიბრუნდებათ! აჭარელი კაცი მომთმენი და გონიერია, მაგრამ იცოდეთ ამ მოთმინებასც აქვს თავისი ლოგიკური ზღვარი! მოთმინება არ ნიშნავს მონობას და უსიტყვო მორჩილებას! ეს უნდა იცოდეთ ახალგზარდა 33 წლის კაცმა!“
პაატა შავაძე არც პოლიციის ძველ ხელმძღვანელ პირებს ივიწყებს და მათ ღვაწლსა თუ დამსახურებას რეგიონის წინაშე ასე ახასიათებს:
 – „ჩვენ დღემდე შევნატრით ბესიკ ამირანაშვილს, რომელმაც ბრწყინვალედ შეასრულა თავისი მისია შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე და წაიღო უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მთელი მოსახლეობისა! ის მუდამ პატივისცემით და სიყვარულით ეპყრობოდა თითოეულ ადგილობრივს და მათ სულსა და გულში იჯდა! კიდევაც დაფასდა და კაცურად წავიდა იქ, სადც მისნაირი დიდი კაცები მიდიან! ანალოგიურად უნდა ვთქვა ლაშა გოგნიაშვილზე, რომელიც სული და გულია ჩვენი რეგიონისა! იგივე მეთქმის ბათუმის პოლიციის შეფზე – რუსლან იოსელიანზე, ისინი არასდროს აუგად არ მოიხსენიებენ ადგილობრივ კადრებსა და მოსახლეობას! პირიქით, ყოველმხრივ ცდილობენ მათ დაწინაურებასა და წახალისებას! აჭარის საპატრულო პოლიციაში როგორც ჩანს ბუხრაძემ დაიწყო აპარტეიდის – სიძულვილის სკოლის შექმნა და ეს ძალიან უდღეური საქმეა“ – აცხადებს პაატა შავაძე.
ჯიმშერ ასლანიძე