მთავარი სხვადასხვა არჩევნები აჭარაში საშუალო აქტივობით მიმდინარეობს

არჩევნები აჭარაში საშუალო აქტივობით მიმდინარეობს

19
0

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით დღის 12 საათისთვის, ქვეყნის მასშტაბით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 22.22 პროცენტი გახლდათ, საარჩევნო უბნებზე მისული იყო 324 270 ამომრჩეველი. მათივე ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება – 31.15%, ყველაზე დაბალი კი აჭარაში – 19.83%.

რეგიონების მიხედვით პროცენტული განაწილება კი შემდეგნაირია: თბილისი – 23,18%, კახეთი – 23,89%, მცხეთა-მთიანეთი – 23,53%, ქვემო ქართლი – 21,86%, სამცხე-ჯავახეთი – 22,04%, იმერეთი – 22,01%, გურია – 21,13%.

ცესკო-ს სტატისტიკით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 25,88%-ს შეადგენდა, 2016 წელს – 19,81%-ს, 2020 წელს კი – 19,41-ს.