დღეს აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები, რიგითი მოქალაქეები, სტუდენტები, ადგილობრივი მოსახლეობა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძეც იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანა გააპროტესტეს. მათი განცხადებით ხეების გადარგვის შედეგად რეგიონი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას.